საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ჯანმოს ჰაერის ხარისხის სტანდარტები 2021 წელს ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა

2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ Reuters-ი IQAir-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჰაერში მცირე მყარი ნაწილაკების – PM2,5 რაოდენობა კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ჰაერის ხარისხი 6 475 ქალაქში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ჯანმოს სტანდარტების შესაბამისი ჰაერი მხოლოდ 222-ში დაფიქსირდა.

ამასთან, სტანდარტები დააკმაყოფილა სამმა ტერიტორიამ – საფრანგეთის ახალმა კალედონიამ და აშშ-ის პუერტო-რიკომ და ვირჯინის კუნძულებმა.

ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებს შორის ჩადი, პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში „ლიდერობენ“. აქ ჰაერში PM2,5-ის მაჩვენებელი რეკომენდებულზე სულ მცირე 10-ჯერ მაღალია.

ყველაზე სუფთა ჰაერი კი ავსტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც PM2,5-ის რაოდენობა დაშვებულ ნორმას 1-2-ჯერ აღემატება.

Leave a Reply