Author Archives: admin

დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ბუნებრივი გაზის იმპორტი 27%-ით გაიზარდა

ბუნებრივი გაზის იმპორტი 2022 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 27%-ით 960 მლნ კუბური მეტრიდან 1.219 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. რადგანაც ადგილობრივი მოპოვების წილი მიზერულია და სტაბილურად 0.5%-ის ფარგლებში მერყეობს, გაზის მოხმარება იმავე პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, რამდენითაც იმპორტი. პირველ კვარტალში გაზის იმპორტი სულ 258 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა. ნაზრდიდან 153 მლნ კუბური ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„ბლუმბერგი“ – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი GAZPROM Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, თუმცა ოლაფ შოლცი არ დათანხმდა და შეშფოთებული იყო, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, პუტინის განრისხება გამოეწვია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილის GAZPROM Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, თუმცა კანცლერი ოლაფ შოლცი ამ ინიციატივას არ დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბლუმბერგის“ ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა რესპონდენტებმა მათ ანონიმურად აცნობეს, რომ შოლცი შეშფოთებული იყო იმით, რომ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება, განარისხოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებული დაპირისპირების ესკალაცია გამოიწვიოს. „ბლუმბერგი“ ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

გერმანია ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტს წარადგენს

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრომ ხმელეთზე ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტი შეიმუშავა. ქვეყანა განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისა და რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიისწრაფვის. გერმანიის მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის საჭიროების 80%-ის განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილებაა. ქვეყანას ხმელეთზე ქარის სიმძლავრის 115 გიგავატამდე გაზრდა სურს, რაც 38 ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის ეკვივალენტურია. თუმცა ამჟამად გერმანიის მიწის მხოლოდ 0.8%-ია განკუთვნილი ხმელეთის ქარის ენერგიისთვის, საიდანაც ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ „გაზპრომ გერმანიას“ კომპანიის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად 10 მილიარდი ევროს სესხი გამოეყოფა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ ადგილობრივ განყოფილებას, „გაზპრომ გერმანიას“ კომპანიის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად 10 მილიარდი ევროს სესხი გამოეყოფა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ამასთან, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის მთავრობის სპიკერმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კომპანიას სახელი შეეცვლება. მედიის ცნობით, კრედიტი შესაძლოა, გერმანიის სახელმწიფო ბანკმა გამოყოს და ხელშეკრულება შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირაში გაფორმდეს. „გაზპრომ გერმანია“ 1990 წელს დაარსდა. მას ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთის საზღვაო ნავთობის ნაკადები გეზს იცვლის. ევროპული სანქციების ფონზე, აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდოეთი, რომელიც რუსული ნავთობის უმნიშვნელო მყიდველი იყო, ახლა ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ერთადერთი ბაზარი გახდა, ხოლო ინდოეთი დასავლეთ სანაპიროების პორტებიდან გატანილი ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. აზიელი მყიდველები, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა დომინირებს, ახლა რუსეთის პორტებიდან გადაზიდული ნედლი ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზ მეფის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, პეტრე იბერის გამზირის, ხატაეთის, შერმადინის, ფატმანის, ფარსადანის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის (ნაწილობრივ), დიმიტრი თავდადებულის, ...

Read More »

‘H2Hubs’-ი ამერიკული წყალბადის წარმოებას $8-მილიარდიანი პროგრამით გააძლიერებს

ენერგეტიკის დეპარტამენტმა წყალბადის, როგორც სუფთა საწვავის წარმოებისთვის, $8-მილიარდიანი ღირებულების ახალი პროგრამა წარადგინა. წყალბადის წარმოების გაძლიერება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კლიმატის ცვლილებების დასაძლევად შექმნილი სტრატეგიის  ერთ-ერთი მთავარი საკითხია. წყალბადს ემისიების შემცირების პოტენციალი იმ ინდუსტრიებში აქვს, რომელთა გაწმენდაც ყველაზე რთულია, თუმცა ამჟამად წყალბადის უმეტესი ნაწილი გაზის გამოყენებით მზადდება, რაც კლიმატისთვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე წყალბადის წარმოების გაწმენდა სჭირდება, მანამ სანამ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  14 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  122.32 (-0.11)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.61 (-0.18)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

აზიის მხრიდან რუსეთის ენერგიით დაინტერესების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ირანის ნავთობის და გაზის ექსპორტი

ნავთობის ტანკერებზე დამკვირვებელი კომპანიების შეფასებით, აზიის ბაზრებზე რუსეთთან კონკურენციის გამო, განახევრდა ირანის ნავთობის და გაზის ექსპორტი – მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, თავი აარიდოს მოსკოვს, უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრისთვის. მონაცემების კომპანია Kepler-მა, რომელიც ტანკერთა გადაადგილებასაც აკვირდება, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 13 ივნისს უთხრა, რომ წინასწარი მაჩვენებლებით, ირანის ნედლი ნავთობის და თხიერი გაზის დატვირთვამ მაისში შეადგინა დღეში დაახლოებით 400,000 ბარელი, ...

Read More »

არნოლდ შვარცენეგერი: სისხლში გვაქვს გასვრილი ხელი, რადგან ომს ვაფინანსებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მოსკოვისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს. არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა. „ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა ...

Read More »