დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ბუნებრივი გაზის იმპორტი 27%-ით გაიზარდა

ბუნებრივი გაზის იმპორტი 2022 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 27%-ით 960 მლნ კუბური მეტრიდან 1.219 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რადგანაც ადგილობრივი მოპოვების წილი მიზერულია და სტაბილურად 0.5%-ის ფარგლებში მერყეობს, გაზის მოხმარება იმავე პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, რამდენითაც იმპორტი.

პირველ კვარტალში გაზის იმპორტი სულ 258 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა. ნაზრდიდან 153 მლნ კუბური მეტრი თბოსადგურებს მოხმარდა. სულ თბოსადგურებისთვის გასული წლის იანვარ-მარტში 166 მლნ კუბური მეტრი გაზი დაუხარჯა, ხოლო წელს 319 მლნ კუბური მეტრი. შედეგად იმავე პერიოდში თბოსადგურების გამომუშავება 848 მლნ კვტ/სთ-დან 1.450 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. თბოსადგურების გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება სამ თვეში მაინც 105 მლნ კუბური მეტრით გაიზრდებოდა.

2021 წელს ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2.550 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის საპროგნოზო ბალანსი 2.700 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, მაგრამ თუ სხვა თვეებშიც მოხმარების 27%-იანი ზრდა შენარჩუნდა, მაშინ ის 3.238 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს. რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ზაფხულის თვეებში თბოსადგურები ნულოვანი ან მინიმალური დატვირთვით მუშაობენ, თუმცა დიდი ალბათობით რეალური მოხმარება პროგნოზირებულს მაინც გადააჭარბებს.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply