Author Archives: admin

ნარჩენების გადამუშავება და წრიული ეკონომიკა საქართველოში

რა არის ცირკულარული, ანუ წრიული ეკონომიკა, რატომ გააქტიურდა ის ბოლო წლებში და რა  კეთდება საქართველოში ამ მიმართულებით? — ამ და  სხვა  თემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  სურსათისა და საკვებ პროდუქტების შესაფუთი კონტეინერების მწარმოებელი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ამირან ცერცვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით მსოფლიოში წრიულ ეკონომიკას ალტერნატივა არ აქვს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაც იწარმოება, ბუნებაში ნაგვის სახით არ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის – მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანია. “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ ...

Read More »

გერმანია „გაზის ლოკდაუნისთვის“ ემზადება

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული გათიშვისთვის ემზადება, რასაც იქ უკვე უწოდებენ „გაზის ლოკდაუნს“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ყველაზე მეტად გაზი სამრეწველო საწარმოებს მოაკლდება. გაზის დეფიციტი მთელ ქვეყანას დაეტყობა, ხოლო ის გაზი, რომელიც იქნება, ეღირება ძალზე ძვირი. ამასთანავე, დეფიციტის სიმწვავე ჯერ უცნობია, ასევე, უცნობია ის, გათიშავს თუ არა რუსეთი ბუნებრივ აირს საერთოდ, თუ მის მიწოდებას ევროპისთვის მინიმუმამდე შეამცირებს. გერმანიის კანონმდებლობის ...

Read More »

მაისის შემდეგ პირველად ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა

2022 წლის  6 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.77  (-  8.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.50  (-   8.93)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯოზეფ ბორელი: 2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს

სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნეც თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ...

Read More »

გერმანია წყალბადზე მომუშავე მატარებლების გამოყენებას იწყებს

Siemens Mobility ბერლინი-ბრანდენბურგის მეტროპოლიტენ რეგიონის სარკინიგზო ქსელისთვის წყალბადზე მომუშავე რამდენიმე მატარებლის აწყობას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალბადზე მომუშავე მატარებლების დამკვეთი Niederbarnimer Eisenbahn-ია. Siemens Mobility, Niederbarnimer Eisenbahn-ს ჯამში შვიდ Mireo Plus H მატარებელს 2024 წლის შემოდგომამდე მიაწვდის. ორვაგონიანი ტრანსპორტი საწვავის უჯრედებსა და ლითიუმის იონურ ბატარეებს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს შორის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ 10-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. Siemens Mobility-ის განცხადებით, ...

Read More »

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უნდა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს სჭირდება საგანგებო გეგმების შემუშავება, რათა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის შემცირებისთვის და სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას 6 ივლისს Европейская правда ავრცელებს. 6 ივლისს ევროპარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ პუტინი აგრძელებს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას და ევროკავშირი მზად უნდა იყოს მიწოდების შეფერხებისთვის. “ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაზის მიწოდების შემდგომი შეწყვეტისთვის და თუნდაც რუსული გაზის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იაფი საწვავის არხი ნელ-ნელა იკეტება, ბენზინი ძვირდება და გაიაფების პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს

საწვავის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება – ბენზინსა და დიზელს, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში ტრადიციულად მზარდი მოთხოვნაა. ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ფასმა უკვე ...

Read More »

“უნგრეთს სურს, მაგრამ არ შეუძლია, უარი თქვას რუსეთის ნავთობზე” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

“მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შემცვლელს ვერ იპოვის”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ CNN-თან ინტერვიუში. “საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, ჩავანაცვლოთ რუსული გაზი და ნავთობი ქვეყანაში. ამ დროისთვის ჩვენი პასუხია – არა. ეს არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ ეს ფიზიკურად შეუძლებელია”, – თქვა დიპლომატმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა უნგრეთი ევროკავშირის ნავთობის ემბარგოდან ...

Read More »

OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ CNBC წერს. „ბარკინდოს მოულოდნელი გარდაცვალება გამაოგნებელი აღმოჩნდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაგანაც ბევრი მას ინდუსტრიის გიგანტად მოიხსენიებს“, – წერს მედია. ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის – OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე – ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში. OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ...

Read More »