Author Archives: admin

შესაძლოა თუ არა, აზერბაიჯანი ევროკავშირის ალტერნატიული მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს. ივნისიდან დღემდე ევროკავშირში რუსული ენერგოექსპორტი 60%-ით შემცირდა. ევროპაში რუსული გაზის უმნიშვნელოვანესი სადენის – ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის დაკეტვამ ასევე გაამძაფრა მოლოდინები, რომ კრემლმა შესაძლოა, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი სრულად შეწყვიტოს. ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ენერგომომარაგების ბერკეტად გამოყენების ფონზე, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი ენერგიის ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება

რუსულ კომპანია „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს. „გაზპრომის“ ცნობით, ტურბინის გაჩერების შემდეგ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ 24 საათში 33 მილიონ კუბური მეტრის ბუნებრივი აირს გატარებას შეძლებს, რაც დაგეგმილი მიწოდების 20%-ს შეადგენს. ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ათას კუბურ მეტრში 1860 დოლარი შეადგინა. მანამდე ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 26 ივლისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ნოდარ ბოხუას, შალვა გოგიძის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, V კვარტალების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს ...

Read More »

რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შედგა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $22,000-ს ისევ ჩამოსცდა

ბიტკოინის ერთთვიანი სავაჭრო დიაპაზონი ისევ $19,000-დან $22,000-მდე ნიშნულს დაუბრუნდა. უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი დღეს 4,3%-ით დაეცა და სინგაპურში 12:15 საათისთვის $21,820-ად ივაჭრებოდა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი და სხვა შედარებით პატარა ციფრული მონეტები, როგორიცაა Avalanche და Solana, უფრო დიდ შემცირებას განიცდიან. ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდის პირობებში, კრიპტომ, შესაძლოა, სარისკო ინვესტიციების რყევები კვლავ განიცადოს. აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ ...

Read More »

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

საბერძნეთის მასშტაბით ბოლო 24 საათში 53 ადგილას გაჩნდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი კერების გაჩენას. შემთხვევის ადგილებიდან გაჰყავთ მოსახლეობა. ხანძარს ასევე ებრძვიან დადიას ეროვნულ ტყე-პარკში, ვატერის კურორტსა  და  მაკედონიის დასავლეთ მხარეს, მთიან რეგიონებში. საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრი ქრისტოს სტილიანიდესი ამბობს, რომ ისინი მივლენ ხანძრის სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ხაზთან და ადგილზე გაეცნობიან, რა ...

Read More »

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საწვავის ფასების დაკლებას უახლოეს მომავალში არ ელის

გლობალური ენერგეტიკული ფასები დარჩება მაღალი უახლოეს მომავალში, მაგრამ უნდა დასტაბილურდეს შეფერხებების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბაზრის ძირითადი ინდიკატორები ვარაუდობენ, რომ ენერგიის მსოფლიო ფასები მოკლევადიან პერიოდში მაღალი დარჩება“, – აღნიშნა ლაგარდმა.

Read More »

ევროპის საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა

ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგის დონემ 65%-ს გადააჭარბა. აღნიშნულს Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები მოწმობს. 20 ივლისის მდგომარეობით, ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 65,2%-მდე გაიზარდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით (pp) დაბალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ თარიღის საშუალო მაჩვენებელზე. მოცემული მომენტისთვის საცავებში არსებული საწვავის საერთო მოცულობა 70 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2021 წელს ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ 24 აგვისტოს იქნა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  25 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.63 (+1.43)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.33 (+1.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპარლამენტმა 2025 წლიდან „მწვანე საავიაციო საწვავის“ სავალდებულო გამოყენებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საავიაციო საწვავის საეტაპო წესდებას მხარი დაუჭირა. ახალი წესები, ეტაპობრივად, ნავთის ნაკლებად დამაბინძურებელი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უახლესი გადაწყვეტილებით, პარლამენტმა „მწვანე საწვავის“ განმარტებაც გააფართოვა. ახალი რეგულაციებით, საწვავის მომწოდებლები 2025 წლიდან, ნავთში მინიმუმ 2% მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) შერევის ვალდებულებას იღებენ. 2050 წლამდე, მდგრადი საავიაციო საწვავის მოცულობა ნავთში 85%-მდე გაიზრდება. გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე წინა მიზანი, რომელიც 2050 ...

Read More »