Author Archives: admin

რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს

გაზპრომი უახლოეს დღეებში ვოლგოგრადის რეგიონში ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. პროექტის ღირებულება 2,6 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 97.2 მლნ ლარი) შეადგენს. ქარხნის წარმოებაში გაშვების ორი ეტაპია გათვალისწინებული – 2023 და 2024 წლებში. „გაზპრომთან ჩვენ ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სერიოზული, მსხვილი პროექტები ვოლგოგრადის რეგიონში. ჩვენ სულ ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,09 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,05 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ტრანსპორტირების მიზნით, ბუნებრივი აირი თავისუფალ გაზსაცავებში შეინახოს

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შესანახად თავისუფალი სიმძლავრეები უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „რამდენიმე თვეში დაიწყება ინექციების სეზონი, რადგან დღეს ევროკავშირის ქვეყნებში გაზსაცავების უმეტესობა შევსებულია, რაც ხელს უწყობს უკრაინის გაზსაცავების მიმართ ინტერესის ზრდას. ძირითადი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის სიმძლავრეს. უკრაინის GTS ოპერატორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდოს სერვისების ახალი მომხმარებლები“, ...

Read More »

ჩილეში, ტყის მასიურ ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი ბიობიოს ოლქში დაიღუპა, 2 კი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით ...

Read More »

ფასების ინტენსიური ვარდნის გამო, ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობაა

ნავთობის ფასი ვარდნას პარასკევსაც აგრძელებს იმის გამო, რომ ინვესტორების მოლოდინები ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით განელდა, ხოლო აშშ–ის რეზერვების მოცულობა იზრდება. წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მერყეობა ბარელზე დაახლოებით $10–ს შეადგენს. Bloomberg წერს, რომ ერთის მხრივ, ბაზარი ნავთობზე მოთხოვნას ელოდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი მოხსნა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინვესტორები შიშობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდება. ამ ...

Read More »

“თურქეთი გაზის ჰაბის ფარგლებში, პირველ კომერციულ ოპერაციას 2023 წელს შეასრულებს”

თურქეთში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ პირველი სავაჭრო ოპერაციის განსახორციელებლად 2023 წელს ვემზადებით. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის სავაჭრო ჰაბის თემაზე დისკუსია რამდენიმე ქვეყანასთან გაიმართა. „ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, გამოაცხადეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თურქული ჰაბის პროექტს“, – თქვა დონმეზმა. ამასთან აღნიშნა, ...

Read More »

ევროკავშირი და უკრაინა განახლებადი ენერგიისა და წყალბადის საწარმოებლად ითანამშრომლებენ

ევროკავშირი და უკრაინა განახლებადი ენერგეტიკისა და წყალბადის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. მიზანი ქვეყნის ხელშეწყობაა, რომლის ენერგეტიკული სისტემა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სერიოზულად დაზიანდა. Reuters-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გეგმას ხელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის კიევში გასამართ სამიტზე მოეწერება. დოკუმენტის დეტალები შესაძლოა, ჩართული მთავრობების მიერ მის დამტკიცებამდე შეიცვალოს. დოკუმენტის გეგმის მიხედვით, ევროკავშირი და უკრაინა გააუმჯობესებენ მარეგულირებელ, ფინანსურ ...

Read More »

თურქეთი ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინებათურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან. „როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი ...

Read More »

რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია ...

Read More »

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ელექტროენერგიის პროექტის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა აზერბაიჯანიდან ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების პროექტის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ბაქოში ოთხი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით უნგრეთში სუფთა ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ორი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. მასში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ...

Read More »