Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს. „მისი თქმით, ჯაბა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, გაართვას თავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი. წარდგენისას დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა ...

Read More »

2022 წელს OPEC ინარჩუნებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზს

OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. ორგანიზაციის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2022 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უცვლელი დარჩება მაისის პროგნოზის 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში“, – ნათქვამია მოხსენებაში. OPEC კვლავ ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2022 წელს იქნება საშუალოდ 100,3 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 105%-ით გაიზარდა – სად ვყიდით დენს

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაისთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1.46 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა. 2021 წლის მაისში გენერაცია 1.22 მილიარდი კვტ.სთ იყო. გამომუშავება თითქმის 30%-ითაა გაზრდილი მიმდინარე წლის აპრილთან შედარებითაც. გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ. წინა წლის აპრილთან შედარებით მხოლოდ 1.2%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის ...

Read More »

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რიგით მე-5 დაძმობილების პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ევროდელეგაციისა და პროექტის ...

Read More »

პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. “დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს”,- ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

„გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება

რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება. 14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ ...

Read More »

EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD) გაზისა და ნავთობის უმსხვილეს უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს ომის შედეგად ბუნებრივი აირის წარმოების დანაკარგის კომპენსაციისთვის €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს. კომპანია EBRD-ის მიერ გაცემული თანხის პირველ ტრანშს – €50 მილიონს გამოიყენებს გადაუდებელი შესყიდვისთვის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის გაზის სისტემის გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. კომპანიას სურს, რომ ჯამში €1 მილიარდი მოაგროვოს მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესაძენად, რაც მნიშვნელოვანია შემოდგომისთვის საკმარისი გაზის მიწოდების ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გოგიძის, ნოზაძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, ...

Read More »

ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება და მის მთლიანად მოშლას დრამატული გავლენა ექნება მთელ პლანეტაზე

კლიმატის ცვლილება ანელებს ოკეანის დინებებს, რომლებსაც ტროპიკებიდან თბილი წყალი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილამდე მიაქვთ. ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა ის სიღრმისეული შედეგები შეისწავლა, რაც შეიძლება ამ ატლანტიკური კონვეიერის მთლიანად მოიშლება. ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სისტემის, სახელად ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კოლაფსი დედამიწის კლიმატს უფრო ლა-ნინიას მსგავს მდგომარეობაში შეცვლის. ეს ნიშნავს უფრო მეტ წყალდიდობებს აღმოსავლეთ ავსტრალიაში და გვალვებისა და ტყის ხანძრების სეზონის გაუარესებას სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებლებმა კარგად იციან, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  14 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.17  (-  1.10)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.93  (-  2.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »