Author Archives: admin

ბორჯომში ხანძარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების 400-ზე მეტი თანამშრომელი ებრძვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა ...

Read More »

ზელენსკი: ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ისეთი მოთამაშე აღარ იქნება, როგორიც რუსეთია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ანტიევროპული ენერგეტიკული პოლიტიკა დამღუპველია თავად რუსეთისთვის. ამის შესახებ მან 25 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს გამოსვლაში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “რუსული გაზის შანტაჟის გამო, ევროპაში გაზის ფასმა უკვე გადააჭარბა 3300 დოლარს 1000 მ³-ზე”. “და ეს რუსული ანტიევროპული პოლიტიკა ნამდვილად დამღუპველია, მაგრამ სტრატეგიული პერსპექტივით – თავად რუსეთისთვის. აღარ იქნება ისეთი მოთამაშე ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, ...

Read More »

ევროპის ქვეყნები გეგმავენ თავიდან აირიდონ პუტინის ენერგეტიკული შანტაჟი

ესპანეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მთავრობის განკარგულებას ენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომების მიღების, სატრანსპორტო დახმარებისა და სასწავლო გრანტების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები 10 აგვისტოდან განიხილებოდა და თუ დეპუტატები მას დღეს არ დაუჭერდნენ მხარს, ჩავარდებოდა. დადგენილება დამტკიცდა 187-დან 161 ხმით. „ენერგიის დაზოგვა ყველასთვის სასარგებლოა. პუტინის ენერგეტიკული შანტაჟის დაძლევაშიც გვეხმარება. ეს არის დანაზოგი როგორც შიდა ეკონომიკისთვის, ასევე ინდუსტრიული სექტორისთვის და სტრატეგიული ქმედებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგაც”, – განაცხადა ესპანეთის ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთს გადაუსწრო და ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებაში ლიდერობს

ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერის როლს იკავებს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ტიერე ასლანდი ამბობს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების არსებულ მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს. „ველოდებით, რომ შევძლებთ წარმოების არსებულ დონეზე შენარჩუნებას 2030 წლამდე“, – განაცხადა ასლანდმა. ოფიციალური პროგნოზით, ნორვეგია ბუნებრივი აირის მოპოვების 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით რვა პროცენტით გაზრდას აპირებს. ქვეყანამ რუსეთს მას შემდეგ გადაასწრო, ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის საკითხების მმართველი ორგანოს (DEWA) განცხადებით, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგურის მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელწოდებით ცნობილი პროექტი დუბაიში, სეიჰ ალ-დაჰალში ხორციელდება. პროექტი „დუბაის 2050 წლის სუფთა ენერგიის სტრატეგიისა“ და „დუბაის წმინდა ნულოვანი ნახშირბადის ემისიების სტრატეგიის“ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისთვის, დუბაი ენერგიის 100%-ის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

ნიდერლანდების ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და 2023 წლის პირველ იანვრამდე ქალაქს „გაზპრომისგან“ გაზის შეძენის უფლება მისცენ

ნიდერლანდების ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და 2023 წლის პირველ იანვრამდე ქალაქს „გაზპრომისგან“ გაზის შეძენის უფლება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წევრი ქვეყნების მთავრობებსა და სხვა საჯარო უწყებებს ავალდებულებს 10 ოქტომბრამდე შეწყვიტონ არსებული კონტრაქტები რუსულ კომპანიებთან. ჰააგისთვის ეს ნიშნავს, რომ მან გაზის ახალი მიმწოდებელი უნდა იპოვოს, რათა ჩაანაცვლოს „გაზპრომთან“ ...

Read More »

ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვდომა უზრუნველყოს. ამის შესახებ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიანათქვამი, რომელიც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზდენტს შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.  „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა თავის მხრივ ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გერმანიამ ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ, ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც, საჯარო შენობებში გათბობისა და განათების გამოყენების წესებს ზღუდავს, – ამის შესახებ BBC წერს. ახალი წესებით მიზნად გაზის მოხმარების 2%-ით შემცირებას ისახავს. „ეს რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირების მცდელობის ნაწილია“, – წერს BBC. მედიასაშუალების ცნობით, სექტემბრიდან, საზოგადოებრივი შენობები, გარდა ისეთი დაწესებულებებისა, როგორიც საავადმყოფოა, გათბობა შეიძლება მთლიანად გამორთონ შესასვლელებში, დერეფნებსა და ფოიეებში. ასევე, ...

Read More »

ზელენსკი – ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი წუთი, ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს. „აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება და დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების სადგურზე დაშვება. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე დღეში, ვიდრე ოკუპანტებმა სიტუაცია წერტილამდე არ მიიყვანეს, როდესაც უკან დახევა შეუძლებელია. ყველაზე ...

Read More »

შსს – ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. „დილიდან მუშაობა განაახლეს ...

Read More »