Author Archives: admin

რატომ ვყრით საკვებს ნაგავსაყრელზე და რა გავლენა აქვს ამას კლიმატის ცვლილებაზე?

იმის მაგივრად, რომ ჭარბ საკვებს სწორად ვიყენებდეთ ან ვანაწილებდეთ, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედს ისე ვაგზავნით ნაგავსაყრელზე, მის მოხმარებასაც ვერ ვასწრებთ. თუმცა, ეს მხოლოდ სურსათის დაკარგვას არ ნიშნავს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2015 წლის კვლევით, საკვების ნარჩენები სათბური გაზების ემისიების დაახლოებით, 8%-ს შეადგენს და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. კლიმატის ცვლილება, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების კონტექსტს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81,05 (+ 1,31%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,75 (+  0,99%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის სინთეზის მსოფლიო რეკორდი მოხსნა

სულ რაღაც შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პლაზმის სინთეზის საეტაპო რეკორდის შესახებ გვამცნეს და ამჯერად, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ საკუთარი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ჩინეთის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის ცნობით, მათმა ტოკომაკმა რეაქტორმა, რომელსაც „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ, 120 მილიონ გრადუსზე გაცხელებული პლაზმის მბრუნავი მარყუჟი 1056 წამის განმავლობაში შეინარჩუნა. რეაქტორ EAST-ის (Experimental Advanced Superconducting Tokamak) ეს გარღვევა მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს სინთეზის ექსპერიმენტებში, რომლებიც ენერგიის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 100 აშშ დოლარს აჭარბებს. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 140 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 1 100 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

“გაზპრომსა” და Botas-ს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

რუსულმა გაზოპერატორმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და თურქულმა Botas-მა გაზის მიწოდებისა და გაზის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესახებ ახალ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გაზპრომი” ავრცელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება ოთხი წლის ვადით გაფორმდა. Botas-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქული ნაკადის მეშვეობით წელიწადში 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. „კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან გაფორმდა ახალი კონტრაქტი Botas-ისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე ...

Read More »

გადასახადის კორექტირების პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეიზღუდება – „თელმიკოს“ განცხადება

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენებების დეტალური ანალიზი, შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება. ამასთან ერთად, გადასახადის კორექტირების პროცესში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა არ მოხდება, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია „თელმიკო“ აბონენტებისთვის ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან შეიცვალა მრიცხველის წაკითხვის პერიოდი და ელექტროენერგიის გადახდის ვადა. აღრიცხვის ახალ მოდელზე გადასასვლელად, 2021 წლის დეკემბრის ...

Read More »

თბილისში CO-თი ინტოქსიკაციას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ავჭალაში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.

Read More »

კოსოვოში ენერგოკრიზისის გამო კრიპტომაინინგი აიკრძალა

კოსოვოს მთავრობამ, ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მიზნით, კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა, რადგან ქვეყანა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას წარმოების შეფერხებების გამო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. „ყველა სამართალდამცავი უწყება აღმოფხვრის ამ საქმიანობას, სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებიც გამოავლენენ იმ ლოკაციებს, სადაც კრიპტოვალუტის წარმოება ხდება,“ – აცხადებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, არტანე რიზვანოლი. სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში, ელექტროენერგიის დაბალი ფასების ...

Read More »
გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

გიორგი ფანგანი: სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება

სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება,- ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სისტემაში პრობლემა და ხარვეზი არ არის. „ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვუყურებთ სისტემაში პრობლემა და ხარვეზი არ არის, განსხვავებით ივლისის თვისგან, როდესაც კონკრეტულად თბილისში გამოვლინდა, რომ „თელმიკოსა“ და „თელასის“ გაყოფის პროცესში იყო დარიცხვის პრობლემა. ჩვენ ...

Read More »

“2022 წელს ფასები ენერგომატარებლებზე ევროპაში მაღალი დარჩება”

2021 წელს სიცივისა და უქარო ამინდის ფონზე ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რასაც რუსეთის მიერ ექსპოტის შემცირებაც დაემატა. ანალიტიკოსების აზრით ცისფერი საწვავი უახლოეს თვეებში ძვირი დარჩება, რადგან გაზის მილსადენის ბოლომდე ჩანაცვლების შესაძლებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. ევროპაში გათბობის სეზონი აპრილის შუა რიცხვამდე გრძელდება და თუ ცივი და უქარო ამინდი შენარჩუნდება და „ტოქსიკური“ წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის დეფიციტის ფონზე, მოთხოვნა გაზზე გაიზრდება და ...

Read More »