ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 100 აშშ დოლარს აჭარბებს.
გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 140 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 1 100 დოლარამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.