Author Archives: admin

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.18 ლარია; „რეგულარი“ – 3.09; სუპერი – 3.26; ...

Read More »

სემეკი: „თელმიკოსა“ და „თელასის“ მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ შემოწმების საკითხებზე. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად,  სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ შემოწმდება შპს „თელმიკოსა“ და სს „თელასის“ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,05 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,05 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 415,143 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,12 მილიონი ბარელით  და შეადგინა  250,037 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,41 მილიონი ბარელით და შეადგინა  122,744 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,5 მლნ ...

Read More »

შვედეთში შეიქმნა სისტემა, რომელიც მომაკვდინებელ ბირთვულ ნარჩენებს 100,000 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახავს

ბირთვული ენერგია საშუალებას გვაძლევს, სუფთა ელექტროენერგია ვაწარმოოთ და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შევამციროთ, თუმცა მის ნარჩენებთან გამკლავება საკმაოდ რთულია, რის გამოც ის არცთუ ისე პოპულარულია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში დახარჯული დაახლოებით 370 ათასი ტონა ბირთვული საწვავი დროებით საცავებში ინახება. ახლახან შვედეთის მთავრობამ ბირთვული საწვავისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მომუშავე კომპანიის, SKB-ის გეგმა დაამტკიცა. ეს უკანასკნელი საწყობის მშენებლობას ისახავს ...

Read More »

ინდოეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ჯარხანდის შტატში ქვანახშირის მაღაროში ნარჩენების გროვის ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა მიტოვებულ ღია მაღაროში მოხდა, სადაც ადგილობრივები ქვანახშირის ამოღებას ცდილობდნენ. მაღარო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა დჰანბადის რაიონში მოხდა და დაღუპული პირები პროფესიონალი მეშახტეები არ არიან.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 2 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,47 (+  0,31)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,26  (+  0,06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ელექტრომატარებლებზე ფასების ზრდის საკომპენსაციოდ, ბელგია ოჯახზე 100 ევროს ე.წ. გათბობის დანამატის სახით გასცემს

ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობაზე ელექტრომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შემსუბუქებას სხვადასხვა სახის ღონისძიებით ცდილობს. ბელგია ელექტროენერგიაზე ფასების მაღალი დონით გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში. მოსახლეობაზე ელექტრომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შემსუბუქების მიზნით ოთხპარტიულმა კოალიციამ ხანგრძლივი მოლაპარაკება აწარმოვა და საბოლოოდ, მოქალაქეთა დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევა შეძლო. „ყველა გრძნობს, რომ ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება. საგრძნობლად, პირველ რიგში, ენერგომატარებლების ფასი გაიზარდა. ამან ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ევროკომისიამ ბირთვული საწვავი და ბუნებრივი აირი მწვანე ენერგიის გარდამავალ წყაროებად აღიარა

2 თებერვალს, ევროკომისიამ ნახშირბადისგან თავისუფალი ეკონომიკის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციის შესახებ მიიღო დოკუმენტიევროკომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, ბირთვული საწვავი და ბუნებრივი აირი მწვანე ენერგიისგარდამავალ წყაროებად არის მიჩნეული. დოკუმენტის თანახმად, ატომურ ელექტროსადგურებში ინვესტიციების ჩადება 2045 წლამდე, ხოლო გაზის ელექტროსადგურებში 2030 წლამდეა ნებადართული .ექსპერტთა აზრით, ევროკომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ევროკავშირის ორი დიდ სახელმწიფოს – საფრანგეთის და გერმანიის ინტერესებზეა მორგებული

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკულ ბირჟას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მოწყობაც დაევალა

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღს ადგენს მთავრობა. დღეს კი ამოქმედების თარიღად 1 მარტია განსაზღვრული. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბირჟა მზად სრულფასოვნად ამოქმედებისთვის, მილორავა აცხადებს, რომ მზაობა არსებობს. „ჩვენ გვევალება ორგანიზებული ბაზრის ორი სეგმენტის გაშვება, ერთი არის დღით ადრე ბაზარი, რომლის ამოქმედებაც 1-ელ მარტს უნდა მოხდეს და მეორე – დღიური ბაზარი, რომლის გაშვებაც 1-ელ ...

Read More »

ინფლაცია ისევ ორნიშნაა, ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი 68%-ით გაძვირდა

იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ხარჯი კომუნალური გადასახადების მიმართულებით გაიზარდა, წყალმომარაგება 58%-ით გაძვირდა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 68%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 ...

Read More »