ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობაზე ელექტრომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შემსუბუქებას სხვადასხვა სახის ღონისძიებით ცდილობს.
ბელგია ელექტროენერგიაზე ფასების მაღალი დონით გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში. მოსახლეობაზე ელექტრომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შემსუბუქების მიზნით ოთხპარტიულმა კოალიციამ ხანგრძლივი მოლაპარაკება აწარმოვა და საბოლოოდ, მოქალაქეთა დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევა შეძლო.
„ყველა გრძნობს, რომ ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება. საგრძნობლად, პირველ რიგში, ენერგომატარებლების ფასი გაიზარდა. ამან მძიმე ვითარებაში მრავალი ოჯახი ჩააგდო”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო.
ოთხპარტიული კოალიციის შეთანხმების თანახმად, ელექტრომატარებლებზე ფასების ზრდის საკომპენსაციოდ, მთავრობა ოჯახზე 100 ევროს ე.წ. გათბობის დანამატის სახით გასცემს.
გარდა ამისა, 1 მარტიდან, 4 თვის განმავლობაში დამატებითი ღირებულების გადასახადი ელექტროენერგიაზე 21%-დან 6%-მდე შემცირდება, ეს კი თითოეული ოჯახის დანახარჯს, საშუალოდ 65 ევროთი შეამცირებს. შარშან მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის შემოღებული სოციალური ტარიფები ივნისის ბოლომდე, თავდაპირველად დაგეგმილზე სამი თვით უფრო მეტხანს გაგრძელდება. ასეთი ტარიფებით 11,7-მილიონიანი მოსახლეობის ბელგიაში მილიონამდე ოჯახი სარგებლობს.
მთლიანობაში ბელგიის მთავრობა მილიარდ ევროს ხარჯავს მომხმარებლების მხარდასაჭერად.
„არავინ დაგვიწყნია” – ასეთია მთავრობის მთავარი მესიჯი.
წყარო: ipress.ge