Author Archives: admin

ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვა ენერგოკრიზისს დასრულებულად აცხადებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ მის ქვეყანაში ენერგო კრიზისი დასრულებულია მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ რუსულ “გაზპრომთან” ბუნებრივი გაზით მომარაგების თაობაზე კონტრაქტის 5 წლით გაგრძელებას მოაწერა ხელი ახალი კონტრაქტის თანახმად, მოლდოვამ რუსული გაზის მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყო. უთანხმოება კი მანამდე მხარეებს შორის კონტრაქტით გათვალისწინებულმა ფასმა გამოიწვია. ამ შეყოვნებამ კი ქვეყანაში გაზით მომარაგების სერიოზული შეფერხება გამოიწვია. მოლდოვამ გასულ თვეში საგანგებო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობი ისევ გაძვირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,06%-ით, 0,91 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნუნლის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,08 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს

ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს. აღნიშნული დაპირების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთი მსგავსი ტიპის ვალდებულებას იღებს. ნულოვანი ანუ კარბონ-ნეიტრალური დონე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს. ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა 2060 წლისთვის გახდეს, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიზანია ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე 2050 წლისთვის დაიყვანონ. ინდოეთი მსოფლიოში ნახშიროჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყანაა ...

Read More »

Bank of America: ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკულმა საბანკო გიგანტმა Bank of America Corp.-მა (BofA) გაზარდა Brent მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლის შუა რიცხვებში 120 დოლარამდე/ბარელზე, ამღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. “Bank of America ელოდება, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის Brent მარკის ნავთობის ფასი გაიზრდება 120 დოლარამდე/ბარელზე“, – აცხადებენ სააგენტოში. ბანკი აღნიშნავს, რომ გლობალურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა გაზსა და ქვანახშირზე მთელს მსოფლიოში, რაც ...

Read More »

2021 წლის 10 თვეში საქართველომ რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიიის ოპერატიული ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1195,135 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 27,76%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ოქტომბერში იყო მოხმარებული.ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ოქტომბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა: 2006 – 581,859 მლნ კვტსთ 2007 – 578,156 მლნ კვტსთ 2008 – 585,985 მლნ კვტსთ 2009 – 587,006 მლნ კვტსთ ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირი ისევ გაძვირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით მოიმატა. შესაბამისად, დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 816 დოლარამდე გაიზარდა. 29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ ისევ დაიწყო ზრდა.

Read More »

ანტონიუ გუტერეში – კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დამსწრეებს მიმართა. როგორც ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა. მისივე თქმით, ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებს სჭირდება მეტი რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. „ჩვენი პლანეტა ჩვენ თვალწინ იცვლება – ოკეანის სიღრმეებიდან მთის მწვერვალებამდე. მყინვარების დნობიდან დაწყებული ექსტრემალურ ამინდებამდე დამთავრებული. ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

ქართლის ქარის სადგურმა ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

ესკოს ვებ გვერდზე არსებული ოპერატიული მონაცემების თანახმად, ოქტომბერში ქართლის ქარის სადგურმა 9,580 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ქართლის ქარის სადგურის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა რეკორდულია სადგურის არსებობის მთელი პერიოდისათვის.დღემდე 9 მლნ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია ქართლის სადგურს სულ ორჯერ, 2017 წლის აპრილში (9,417 მლნ კვტსთ) და 2018 წლის აპრილში (9,336 მლნ კვტსთ) ჰქონდა გამომუშავებული. ქართლის სადგურის მიერ მიმდინარე წლის ...

Read More »
გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

საქართველოს პარლამენტმა მეორე ვადით სემეკის წევრად გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. სემეკის ინფორმაციით, იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს. „სემეკის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

„ამას ბიზნესი თავის თავზე ვერ აიღებს“ – “ეს იქნება დარტყმა მომხმარებლის ჯიბეზე“ – მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გაზის გაძვირებაზე

რეგიონებში ბუნებრივი აირის არასამომხმარებლო ტარიფი იზრდება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ეს ამ ეტაპზე ბიზნესს არ დააზარალებს და მომხმარებლისათვის გაიზრდება ფასები. მისივე თქმით, თუ ტარიფის ზრდა გარდაუვალია, ჯობია ეს ერთიანად მოხდეს, რათა ბიზნესმა გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა შეძლოს. ,,თვითღირებულებაში ბუნებრივი აირის წილი საკმაოდ მაღალია. ამას ბიზნესი საკუთარ თავზე ვერ აიღებს, მომხმარებლისათვის მოხდება ტარიფების ზრდა. ასე ...

Read More »