Author Archives: admin

ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა ევროკავშირში ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შეიწირავს

ევროკავშირის მიერ 2035 წლისთვის შიდაწვისძრავიანი მანქანების აკრძალვა ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მიმწოდებელთა ასოციაციის, Clepa-ს გამოკითხვის შედეგების ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო Bloomberg ავრცელებს. Clepa-მ გამოკითხვა, თითქმის, 100 კომპანიას შორის ჩაატარა და დაასკვნის, რომ 2035 წლის დადგომამდე დარჩენილ 5 წელიწადში სამუშაო ადგილების ორ მესამედზე მეტი გაქრება, რაც მასობრივი უმუშევრობის „სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შედეგების“ შემსუბუქებას გაართულებს. ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

იანვარ-ოქტომბერის თვეებში აზერბაიჯანმა იტალიაში 11,4 ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერის თვეებში აზერბაიჯანმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში 23,8 ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა. იტალიამ მიიღო 11,4 ტონა ნავთობი 5,34 მილიარდი დოლარის ღირებულების. იტალიის შემდეგ ხორვატია აზერბაიჯანული ნავთობის სიდიდით მეორე იმპორტიორი გახდა. იანვარ-ოქტომბერის თვეებში აზერბაიჯანმა ამ ქვეყანაში 1,5 ტონა ნავთობის ექსპორტი 751,24 მილიონი დოლარის ოდენობით გაიტანა. მითითებულ პერიოდში აზერბაიჯანმა 11,22 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტი განახორციელა. 2021 წლის ...

Read More »

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ისა და გერმანიის მთავრობებმა შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები სამხედრო აგრესიის განმარტებაზე. 7 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. „რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს, ...

Read More »

წელს საავტომობილო ზეთების ბაზარზე საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა

ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მეტი პრობლემა საცხებ-საპოხი მასალების ბიზნესს უკავშირდება. ეს მიმართულება, ფაქტობრივად, ერთადერთია, სადაც 2021 წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტი თითქმის თანაბარ დონეზეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკაში დიდი შეზღუდვები და ლოქდაუნი იყო. ცალკე პრობლემაა საავტომობილო ზეთის ხარისხიც, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბაზარი ძირითადად ირანული პროდუქტით არის გაჯერებული, რაც დაბალ ხარისხთან ასოცირდება ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასმა, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში, 1000 კუბურ მეტრზე 1 150 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე  1 155 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სავაჭრო დღის  დახურვის ფასთან შედარებით 3%-ზე მეტია. გასული სავაჭრო დღის დახურვისთვის, ევროპაში  გაზის ფიუჩერსების ფასები 6,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 119 აშშ დოლარს შეადგენდა. ...

Read More »

ახალი ტექნოლოგიის დახმარებით ჩერნობილში ჰაერში რადიაციის დონე 47%-ით შემცირდა

შვეიცარიული კომპანია Exlterra-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის Nucleus Separation Passive System-ის (NSPS) დახმარებით ჩერნობილში, ჰაერსა და ნიადაგში რადიაციული დაბინძურების დონე საგრძნობლად, პირველ შემთხვევაში – 47%-ით, მეორე შემთხვევაში კი 37%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სისტემა დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე დროის პერიოდში გამოცადეს. სპეციალისტების გამოთვლებით, ჩერნობილის ტერიტორიაზე რადიოაქტიური დამაბინძურებლის ბუნებრივად დაშლას სულ ცოტა 24 ათასი წელი დასჭირდება. Exlterra-ს ახალმა ტექნოლოგიამ ...

Read More »

საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იაკობ ვარდანიანი, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი“ უჩა უჩანეიშვილი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, „საქართველოს ენერგეტიკული ...

Read More »

აშშ ირანული ნავთობი გაყიდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის  ნავთობი, რომელიც არაბეთის ზღვაში დააკავა  26,7 მილიონ დოლარად გაყიდა. „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამოღებული ნავთობი გაიყიდა. მთლიანმა შემოსავალმა 26,7 მილიონი დოლარი შეადგინა.აღნიშნული თანხა შესაძლებელია ჩაირიცხოს ტერორიზმის მსხვერპლთა დახმარების ამერიკულ ფონდში“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში. აღნიშნულია, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობამ 1,1 მილიონი ბარელი შეადგინა.სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩამოართვა აშშ-მ ირანული ნავთობის ტანკერები.მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ იგი ...

Read More »

აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გათვალისწინებული აღარ არის

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გათვალისწინებული აღარ არის. როგორც „პოლიტიკო“ წერს, რუსული გაზსადენის წინააღმდეგ სანქციებს რესპუბლიკელი სენატორები ითხოვენ. „კარგი იქნებოდა ახლა ორპარტიული, ორპალატიანი გზავნილის გაგზავნა. რატომ არ გვინდა, რომ პუტინმა გაიგოს, რა შედეგები მოჰყვება მას, თუ ის გადაწყვეტს უკრაინაში ახალ შეჭრას“, – განაცხადა სენატორმა ბობ მენენდესმა. გასულ კვირას სენატი ემზადებოდა კენჭისყრისთვის ორ ...

Read More »

ბელგიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მზის პანელი, რომელიც წყალბადს გამოიმუშავებს

KUL-ის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის ქიმიის პროფესორის, იოჰან მარტენსის გუნდი ათი წელია მუშაობს სპეციალური მზის პანელის შემუშავებაზე. მისი პრინციპია წყალბადის წარმოება ჰაერში არსებული წყლის ორთქლიდან. პროფესორის გათვლებით, ოცი პანელით შეძლებს წლის ნებისმიერ დროს, ერთი ოჯახის ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას . წყალბადის წარმოების კლასიკური “რეცეპტი” მოითხოვს წყალსა და ელექტროენერგიას. ბოლო წლების ერთ-ერთ გამოწვევას წყალბადის განახლებადი წყაროებიდან წარმოება  წარმოადგენდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მოცემული გამოგონების დიდი ...

Read More »