ბელგიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მზის პანელი, რომელიც წყალბადს გამოიმუშავებს

KUL-ის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის ქიმიის პროფესორის, იოჰან მარტენსის გუნდი ათი წელია მუშაობს სპეციალური მზის პანელის შემუშავებაზე. მისი პრინციპია წყალბადის წარმოება ჰაერში არსებული წყლის ორთქლიდან. პროფესორის გათვლებით, ოცი პანელით შეძლებს წლის ნებისმიერ დროს, ერთი ოჯახის ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას .
წყალბადის წარმოების კლასიკური “რეცეპტი” მოითხოვს წყალსა და ელექტროენერგიას. ბოლო წლების ერთ-ერთ გამოწვევას წყალბადის განახლებადი წყაროებიდან წარმოება  წარმოადგენდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მოცემული გამოგონების დიდი უპირატესობა.
აქვე უნდა ღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის გამოგნებები უკვე არსებობს: მაგალითად, ნანტში, წყალბადის ენერგიით უკვე მარაგდება ერთი შენობა. მაგრამ ახალი პროექტის შემთხვევაში, ფოტოელექტრული პანელები წარმოქმნიან ელექტროენერგიას, რომელიც ყოფს წყლის მოლეკულას ორ ნაწილად: წყალბადად და ჟანგბადად, რომელიც ბრუნდება ატმოსფეროში.
რაც შეეხება წყალბადს, ხდება მისი შენახვა ელექტროენერგიის საწარმოებლად. წყალბადის წარმოება დიდ ენერგიას მოითხოვს. KUL-ის ბელგიელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს პროცესი, რომელიც იყენებს ჰარს და არა უშუალოდ წყალს. ჰაერი კი, ბუნებრივია, შეიცავს წყალს, ის “შედის” პანელში, მზის სხივთან ერთად და გარდაქმნის ჰაერში არსებულ წყალს წყალბადად.
პროცესის უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ისეთ ადგილებშიც კი, სადაც წყლის ნაკლებობაა. საჭიროა მხოლოდ მზის შუქი და წყლის ორთქლი. წყლის ორთქლი არის ჰაერში, თუნდაც ყველაზე მშრალ ადგილებში.
მკვლევარების სიტყვებით, ის ჰგავს ბუნებრივ გაზს, იმის გამოკლებით, რომ სათბურის აირებს არ გამოიმუშავებს. წყალბადი გამოყენებისას წყალს წარმოქმნის.
პანელების შემოწმება მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში იგეგმება. პროფესორი მარტენსი კომერციალიზაციის პროცესის დაწყებას უკვე საცდელი პერიოდის ბოლოს იმედოვნებს.

Leave a Reply