Author Archives: admin

გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

გერმანია ემისიების შემცირების გეგმის სიჩქარეს ასამმაგებს

გერმანიის ახალი მთავრობა, მომავალი ორი წლის კლიმატური მიზნების ჩავარდნის შემდგომ, ემისიების შემცირების გეგმის დაჩქარებას აანონსებს. გერმანიის საბოლოო მიზანი 2045 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევაა, მიუხედავად ამისა, ქვეყანა 2022-2023 წლებში კლიმატურ მიზნებს გამოტოვებს და 2024 წლიდან უფრო აქტიურად დაიწყებს განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმის შესრულებას. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ჩამორჩენის ასანაზღაურებლად ქვეყანა გაცილებით მცირე დროში მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს, რაც ემისიების შემცირების ...

Read More »

თურნავა: “ენკას” მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, შეიძლება, დღეს სხვა სურათი გვქონოდა

ნამახვანი ჰესის ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, დღეს, შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტი იყო და რჩება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ სტატრგიულ პროექტად. “როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და საკუთარი განახლებადი რესურსით ქვეყნის უზრუნველყოფაზე, ნამახვანი დგას სტრატეგიული პროექტების რიგში სხვა რამდენიმე პროექტთან ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

ალტერნატიული ენერგიების უარყოფითი და დასდებითი მხარეეები

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად სინქრონულად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტისა თუ კომფორტული საცხოვრებლის გარეშე. ამ ყველაფრის ფუნქციონირებას კი დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება. მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა განახლებად ენერგიაზე. განვითარებული ქვეყნები დღითიდღე ავითარებენ აღნიშნულ მიმართულებას და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რატომ განახლებადი ენერგია? განახლებადი ენერგია, წიაღისეული რესურსებისგან განსხვავებით (ნავთობი, ქვანახშირი ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 7 წლის განმავლობაში პირველად 88 დოლარს მიაღწია

„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად 88 დოლარს მიაღწია. „ბრენტის“ ნავთობის ფიუჩერსული ვაჭრობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 1.76 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მარტის მიწოდებისთვის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარი შეადგინა. „ბრენტის“ ბარელი ნავთობი 88 დოლარი ბოლოს 2014 წლის ოქტომბერში ღირდა. „როიტერი“ წერს, რომ ნავთობის გაძვირება დაკავშირებულია მიწოდების შესაძლო შეფერხების საფრთხესთან, რადგან იემენის შიიტმა ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობისგადამტან ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საწვავის აქციზით ბიუჯეტმა 2021 წელს 518 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

2021 წელს საქართველოს ბიუჯეტმა ბენზინზე დაწესებული აქციზის გადასახადით 293.5 მლნ, დიზელის იმპორტიდან 226.8 მლნ ლარი, ჯამურად კი 518.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ბენზინის იმპორტი 8.7%-ით 587 ათას ტონამდე გაიზარდა, დიზელის კი 0.7%-ით 567 ათას ტონამდე შემცირდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქციზის გადასახადი 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინზე 500 ლარს შეადგენს, ხოლო დიზელზე 400 ლარს. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საავტომობილო ზეთების იმპორტი კი – შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-დეკემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 2,76 ათასი ტონა (14,6%);  გერმანია – 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

Gazprom-ის დღიური ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა

Gazprom-ის დღიური ექსპორტი ძირითად ბაზრებზე მიმდინარე წლის პირველ 15 დღეში 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. იზრდება კრიტიკა, რომ კომპანია ევროპისთვის გაზის მიწოდებას ზღუდავს. რუსულმა გაზის გიგანტმა ძირითად ბაზრებზე, რომელიც ევროპის უმეტეს ნაწილს, თურქეთსა და ჩინეთს მოიცავს, 5,4 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი განახორციელა. Bloomberg-ის გამოთვლით, ეს 360 მილიონი კუბური მეტრის საშუალო დღიურ ნაკადს უდრის და გასული თვის საშუალოზე თითქმის ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. „სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ...

Read More »

ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაცის მოგებამ 2021 წელს 21,6 მლრდ დოლარი შეადგინა

ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის სუფთა მოგებამ 2021 წელს შეადგინა 21,6 მილიარდი დოლარი, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. განცხადების თანახმად, ლიბიის ნაციონალური ნავთობკორპორაციის ფინანსური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბერსა და დეკემბერში მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდის გამო. 2021 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში სუფთა მოგებამ შეადგინა 4,3 მილიარდი დოლარი. ”2021 წლის ბოლოს ნავთობის ფასებმა მიაღწია ყველაზე დიდ წლიურ ზრდას 2016 ...

Read More »

დედამიწის წიაღი იმაზე სწრაფად ცივდება, ვიდრე გვეგონა

დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. მას შემდეგ, მისი წიაღი ნელ-ნელა ცივდება. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირისა და ატმოსფეროს ტემპერატურა მუდმივად მერყეობს, მთელი ამ დროის განმავლობაში ცივდება მისი მდნარი წიაღი — ჩვენი პლანეტის გულისცემა. ასეთი მეტაფორა სულაც არ არის უაზრო. დედამიწის სიღრმეში მბრუნავი, კონვექციური დინამო გამოიმუშავებს მის ვრცელ მაგნიტურ ველს, უხილავ სტრუქტურას, რომელიც გვიცავს და პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ...

Read More »