Author Archives: admin

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გადადის ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში. „მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. შედეგად, საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ...

Read More »

ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დანადგარი ამოქმედდა

ენერგოგიგანტის, Shell-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთში 20 მეგავატი სიმძლავრის მქონე წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა დანადგარმა დაიწყო ფუნქციონირება. ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში მდებარე დანადგარი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს საწვავზე მომუშავე ავტომობილებს მწვანე წყალბადით მოამარაგებს. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი ის უკვე კომერციული და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იფუნქციონირებს. Shell-ის განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული გადაწყვეტების დირექტორის განცხადებით, წყალბადის ელექტროლიზის აპარატი დღემდე არსებულთა შორის ...

Read More »

“საწვავის ფასები მოიმატებს და ეს გარდაუვალი პროცესია”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი პესიმისტური სცენარისკენ იხრება. როგორც მთვრალაშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასები შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მისივე თქმით, ახალი პროდუქტების შემოტანის შემთხვევაში ოპერატორ კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწევთ. „ფაქტი ის, რომ საწვავზე ფასების მატება მოხდება, ეს გარდაუვალია პროცესია. პროგნოზები უშუალოდ ფასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური სცენარისკენ იხრება ანუ ფასი შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად ...

Read More »

პუტინთან შეხვედრაზე ორბანმა ითხოვა რუსეთის გაზის იმპორტის გაზრდა

უნგრეთმა ითხოვა გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა ორმხრივი, გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 1 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ორბანის თქმით, მან ითხოვა გაფართოვდეს უნგრეთის 15-წლიანი ხელშეკრულება რუსეთის კომპანია გაზპრომთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაზის უფრო დიდი მოცულობით მიწოდება, ევროპაში ენერგიაზე ფასის ზრდის ფონზე. ორბანი ამ განცხადებებით გამოვიდა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა კი ...

Read More »

სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა

დღეს, 2 თებერვალს 17:30 სთ-ზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი  კომპანიებში  –  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“  სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს. კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება  ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს. მისამართი: ა.მიცკევიჩის N19.

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

მომხმარებლებმა მაინც ვერ გაარკვიეს რატომ იხდიან დენის გაზრდილ გადასახადს

თბილისის მოსახლეობა ბოლო ორი თვეა დენის გადასახადის მომატებულ ტარიფზე უკმაყოფილობას გამოთქვამს. დეკემბერში მოქალაქეებს დენის ორი ქვითარი მიუვიდათ, „თელმიკოში“ მაშინ ეს იმით ახსნენს, რომ წელი დახურეს. დაიწყო ახალი წელი, მაგრამ თბილისის მოსახლეობას კვლავ დენის გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს. უკმაყოფილობას მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ. სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ ორი დღეა მოქალაქეები აქტიურად პოსტავენ და „თელმიკოს“ მიმართ უკმაყოფილობას გამოთქვამენ. „120 ...

Read More »

დავით ნარმანია: მომხმარებლებს თვეში ორჯერ გადახდა აღარ მოუწევთ, რადგან ეს სისტემა უკვე გასწორდა

“მომხმარებლებს თვეში ორჯერ გადახდა აღარ მოუწევთ, რადგან ეს სისტემა უკვე გასწორდა იანვრის ბოლოსთვის და აწი ყოველთვის თვის ბოლოს მიუვათ ქვითარი და თვეში ერთხელ ექნებათ გადასახდელი”, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში საუბრობს. “ადრე დედაქალაქში ინკასატორები მოდიოდნენ და თვის სხვადასხვა დღეს იღებდნენ მონაცემებს, პირობითად ვთქვათ 10 ოქტომბერი, შემდეგ 10-11 ნოემბერი, ერთი დღე +/-, 10 დეკემბერი და ა.შ. ...

Read More »

ბრიტანული სანქციები შესაძლოა, რუსულ ენერგო-კომპანიებს შეეხოს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დღეს აპირებს, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელიც შესაძლოა, რუსულ ენერგო-სექტორთან კავშირში მყოფ კომპანიებს შეეხოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს. გაზეთის წყაროს ცნობით, რესტრიქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და შესვლის აკრძალვას დიდ ბრიტანეთში, ამასთან, ის გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, რომლებსაც აქვთ „სტრატეგიული მნიშვნელობა“ რუსეთის ფედერაციისთვის. კვირას ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ...

Read More »

ნათია თურნავამ EBRD-ის წარმომადგენელთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორ აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. ...

Read More »

„თელმიკოს“ წარმომადგენელმა განმარტა, რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს ელექტროენერგიის „გაორმაგებული გადასახადი“

ორი ქვითრის ამბავი აღარ განმეორდება, დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც დაიხურა საანგარიშო პერიოდი. ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული, – ამის შესახებ „იმედის დილაში“ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ განაცხადა. „არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, მაგრამ როდესაც გვირეკავენ, ვუხსნით, რომ არ აქვთ გადახდილი დეკემბრის თანხა ...

Read More »