ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პრემიერ-მინისტრ ...
Read More »