Author Archives: admin

შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ავტომობილების ასოციაციამ განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით, გალონზე (3,785 ლიტრი) ბენზინის ამჟამინდელმა ფასმა საშუალოდ 4,404 დოლარს მიაღწია, რაც 3 ცენტით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. კალიფორნიის შტატში, სადაც საწვავი ყოველთვის უფრო ძვირია, ანალიტიკოსების აზრით, ფასი საშუალოდ 5,85 დოლარს აღწევს. საწვავის ღირებულებამ გარკვეულწილად დაიკლო აპრილის დასაწყისისთვის, როცა სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის ამოღება დაიწყო, თუმცა მაისის პირველ ...

Read More »

ბულგარეთი გაზს ამერიკიდან „გაზპრომზე“ დაბალ ფასში მიიღებს

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

პრემიერის მითითების შესრულებამდე 4 დღეა დარჩენილი, იმპორტიორებმა საწვავზე ფასი 5-10 თეთრით შეამცირეს

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფების გზებს ეძებს. კონკურენციის სააგენტოს 4 დღე დარჩა იმისათვის, რომ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება დეტალურად შეისწავლოს და დასკვნა წარმოადგინოს. უცნობია, რა დასკვნას ექნება სააგენტოს და რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი 5-10 თეთრით გაიაფდა. სპეციალსიტები ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება პრობლემა მოგვარდება.  ბიზნესის გარდა, ყველა ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ...

Read More »

“დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი  მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ...

Read More »

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ უნგრეთს შესაძლოა კომპენსაცია შესთავაზოს

ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის ფინანსური კომპენსაციის საკითხს, რათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, რომ უნგრეთიც უნდა შეერთდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. გამოცემა Politico ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა შესაძლოა, ფინანსური კომპენსაცია მიიღოს ევროკავშირის ახალი, ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გამოქვეყნდეს და მიზნად ისახავს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. “ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი – საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ...

Read More »

უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა. „ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, – თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა ...

Read More »

ენერგეტიკა იმ სექტორებს შორისაა, რომლებითაც საქართველოში ამერიკული ბიზნესი ინტერესდება

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ამერიკა – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში ...

Read More »

იანვარ-აპრილში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობისა და გაზის იმპორტი

ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8,9%-ით შემცირდა და 35,86 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ნავთობი – 4,8%-ით და 170,88 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, ღირებულებითი თვალსაზრისით, გაზის იმპორტი ჩინეთში 59,9%-ით გაიზარდა და 21,64 მლრდ დოლარი შეადგინა, ნავთობი – 49,7%-ით და 116,07 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგმა ტრეიდერებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თხევადი ბუნებრივი ...

Read More »