„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა.
„ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, – თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა დაიხარჯოს. „ასევე დღის წესრიგშია ნავთობსადენის სიმძლავრის გაზრდის საკითხი, რომელიც ხორვატიას უნგრეთთან აკავშირებს. უკვე ვთქვი, ეს წინადადება უნგრეთისთვის „ატომური ბომბის“ მსგავსია“, – აღნიშნა სიიარტომ.