Author Archives: admin

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი – „გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, გვაქვს რისკის ზონები, სადაც კუსტარულად მოწყობილი ქსელები და საშიში დანადგარებია“

“გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, შეუძლებელია, მასთან მიმართებით არ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები გვთავაზობენ”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვარდიაშვილი ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღია წვის დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში ყოვლად დაუშვებელია. „გაზის უსაფრთხოების თემა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. ამ საკითხზე განსაკუთრებით ცივი სეზონის დადგომამდე და სეოზონის პროცესში ძალიან ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

2023 წლიდან სსე ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებს გასცემს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული წესის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა. ელექტროენერგიის წარმოშობის წესი განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემა/გაუქმების პროცედურებსა და რეესტრის წარმოების წესს. წესის შესაბამისად, სსე უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილისა და რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურებას და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ...

Read More »
ბერძნული განახლებადი ენერგიის პროექტი არეულობის გამო შეჩერდა

საბერძნეთი ევროპელებს ენერგიის €350 მილიარდით გაძვირებაზე აფრთხილებს

საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ევროპელები ენერგიის გადასახადებში მომავალ წელს დამატებით 350 მილიარდ ევროს გადაიხდიან. მაღალი ფასის შენარჩუნების საფრთხეს საწვავსა და ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა ქმნის. კოსტას სკრეკასის განცხადებით, ახალი მექანიზმი, რომელიც ფასების ზრდისგან ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისა და საშუალო ზომის ბიზნესის დაცვას უზრუნველყოფს ევროკავშირის დონეზე უნდა შეიქმნას. უნგრეთის და ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს შეშფოთება ნახშირბადის ემისიის ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

2021 წლის 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპიროდ შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75,92 (+ 0,16%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,15  (-  0,87%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას, ულიანოვის, ლიბანის, ბარალეთის, წერეთლის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და სოფელი თელეთის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ...

Read More »

„ვისოლი“: საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრით კიდევ შევამცირებთ

მომავალი კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის დაახლოებით, 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გენერალური ...

Read More »

შუახევს რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება

შუახევს მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაღალმთიანი აჭარის სოფლებში დიდთოვლობაა, რის გამოც ენერგომომარაგება შეზღუდულია. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დაბას და მიმდებარე სოფლებს. „დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“- აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

ბელგიის მთავრობა შვიდივე ატომურ ელექტროსადგურს ხურავს

ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შვიდივე ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რაც 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს. „მთელი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, ბელგიის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქვეყანამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვას. დისკუსია მიმდინარეობდა იმაზე, გამოიწვევს თუ არა ბელგიაში ენერგიის დეფიციტსა და მასზე ფასების ზრდას შვიდივე ატომური რეაქტორის დახურვა. ამ პრობლემას, ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპაში გაზის ფასი 1200 დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა გუშინდელ სამიზნე ფასთან შედარებით თითქმის 25%-ით დაიკლო. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 200 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-მ ევროპისთვის თხევადი გაზის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

“გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა

რუსულმა გაზის ოპერატორმა, “გაზპრომმა” უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა. ინფორმაციას უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელ ხელმძღვანელი სერგეი მაკოგონი ავრცელებს. გაზპრომმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა და  ტრანზიტი უკრაინის გავლით 109 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში 87,7 მლნ კუბურ მეტრამდე შეამცირა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ გაზპრომის მიერ ტრანზიტის შემცირებამ გამოიწვია გაზის რეკორდული გატანა ევროპის საწყობებიდან. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, ...

Read More »