Author Archives: admin

Fitch: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან 2021 წელს პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს

2021 წელს რუსეთის შემოსავლებმა ნავთობიდან და გაზიდან შეიძლება გადააჭარბოს 2019 წლის პანდემიამდელ დონეს საწვავზე მაღალი ფასების მონაცემების ფონზე. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. კერძოდ,  ნავთობისა და გაზიდან შემოსული რუსეთის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს თითქმის 70 პროცენტით ანუ 50 მილიარდი დოლარით გასულ წელთან შედარებით. ეს არის დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით “მეტი იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა ყოფილიყო ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულებამ $ 57 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 1.14%-ით გაიზარდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 57,067.82 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

რატომ იზრდება ნავთობზე ფასები?

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის  სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 10,71 დოლარით/ბარელზეანუ 14,7 პროცენტით და დღეისათვის შეადგენს 83,65 დოლარს/ბარელზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ. რაც შეეხება ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟას,  York Mercantile Exchange-ის სანავთობო ბირჟაზე 1 ...

Read More »

რუსული „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას აძლიერებს

რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას მკვეთრად აძლიერებს – ნავთობგიგანტი საგაზო საბადოს შახ-დენიზის მმართველი კონსორციუმის 25%-ის მფლობელი გახდა. ექსპერტების დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიამ რისკები შესაბამისად შეაფასა, ხოლო წარმატებულ საერთაშორისო პროექტში მისი წილის გაზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი იქნება. „ლუკოილი“ აქამდე კონსორციუმში 9.5%-ს ფლობდა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მალაიზიური ნავთობკომპანია Petronas-თან აქციათა 15.5%-ს შესყიდვის თაობაზე. პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და გარიგება საბოლოოდ რამდენიმე პროცედურული ...

Read More »

უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგი დაიწყონ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკრაინა მზადაა, შეუერთდეს თანამშრომლობას ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რათა განისაზღვროს 2022, როგორც ევროპული თავდაცვის წელი, რადგან ევროპის უსაფრთხოება განუყოფელ კავშირშია უკრაინის უსაფრთხოებასთან და დამოუკიდებლობასთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის უკრაინის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის გარანტი. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული ...

Read More »

ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა შესაძლოა, $80 000-ს გადააჭარბოს

ბიტკოინი შესაძლოა, ყველა დროის მაქსიმალური ფასისკენ მიემართებოდეს. ციფრულმა ვალუტამ ივლისის უდაბლესი დონიდან 90%-იანი ზრდა უკვე დააფიქსირა. უმსხვილესი კრიპტოვალუტა ლონდონში დილის 7:52 საათზე $57,000-ზე ზემოთ ივაჭრებოდა, რაც მისი აპრილის რეკორდს დაახლოებით $7,700-ით ჩამოუვარდება. სქემის მიხედვით, რომელიც ფასის ტრაექტორიას პროგნოზირებს, ბიტკოინის ახალმა რეკორდულმა ფასმა შესაძლებელია, $80,000-დან $85,000-მდე მიაღწიოს. ამის შესახებ, სინგაპურში კრიპტო ბირჟის ხელმძღვანელმა ვიჯეი აიარმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს მოკლევადიან პერიოდში ციფრული ვალუტისთვის $50,000-იან ქვედა ზღვარს შექმნის. ეგრეთ წოდებული “სამიზნე”, რომელიც ამ სქემიდან არის მიღებული, ბიტკოინისთვის ...

Read More »
მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური 2017 წელს გაეშვება

მწვანე გრანტებზე ფერმერთა განაცხადების მიღება დაიწყო

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლების მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო. ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე 8 ოქტომბერიდან  31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: მარტივი მზის გამათბობელი და  მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას  (sSWH/sSAH), სადაც  სააგენტოს ...

Read More »

ბორელი: ევროპას, სავარაუდოდ, უფრო მეტი რუსული გაზი დასჭირდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო მეტი რუსული გაზი დასჭირდება, ვიდრე ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს. “ჩვენ კვლავაც გვჭირდება რუსული გაზი და სავარაუდოდ, იმაზე მეტი დაგვჭირდება, ვიდრე ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ესპანეთი ინიციატივით გამოდის, რომ მოლაპარაკებები ცალკე აღებულმა ქვეყანამ არ წარმართოს და ეს ერთობლივად მოხდეს, როგორც ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის

კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში, გაეროს ჯანდაცვის ორგანო აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის გლობალური ჯანმრთელობის სფეროში მიღწეულ პროგრესს. ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები მოიცავს ექსტრემალური ამინდის შედეგად მიღებულ დაზიანებებს, სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებს, წყლის მეშვეობით გადამავალ დაავადებებს, ტრანსმისიურ დაავადებებს, არასრულფასოვან კვებასა და ცხოველიდან ადამიანზე გადამავალ დაავადებს. ...

Read More »

რა ხდება, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს: ENKA

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მას ჰესის აშენება აღარ სურს. ამის მიზეზად ის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და შექმნილ პოლიტიკურ ფორსმაჟორს ასახელებს. რა მოხდება, თუ კომპანია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს? რა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია კომპანიას და აქვს თუ არა ქართულ მხარეს შანსი, საქმე თავის სასარგებლოდ დაასრულოს. მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ...

Read More »