2021 წელს რუსეთის შემოსავლებმა ნავთობიდან და გაზიდან შეიძლება გადააჭარბოს 2019 წლის პანდემიამდელ დონეს საწვავზე მაღალი ფასების მონაცემების ფონზე. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
კერძოდ, ნავთობისა და გაზიდან შემოსული რუსეთის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს თითქმის 70 პროცენტით ანუ 50 მილიარდი დოლარით გასულ წელთან შედარებით. ეს არის დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით “მეტი იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ წლის დასაწყისში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეესაბამებოდა მოლოდინს”, – განაცხადა Fitch-ის უფროსმა დირექტორმა ბუნებრივი რესურსების საკითხებში დიმიტრი მარინჩენკომ.
საერთო ჯამში შემოსავალმა შესაძლოა შეადგინოს დაახლოებით 125 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 9 ტრილიონი რუბლი). თავის მხრივ, 2019 წელს ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა შეადგინა დაახლოებით 120 მილიარდი დოლარი. ამავდროულად, სპეციალისტმა განმარტა, რომ გაზის წვლილი, ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, იქნება ნაკლები – დაახლოებით 20-25 პროცენტით. ძირითადად სახელმწიფო შემოსავლების ზრდა დამოკიდებული იქნება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებისა და ექსპორტისგან მიღებულ შემოსავლებზე.