ბიტკოინის ღირებულებამ $ 57 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 1.14%-ით გაიზარდა.

Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 57,067.82 აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Leave a Reply