Author Archives: admin

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ. ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ...

Read More »

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ნაწილობრივ დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი პერიოდიდან ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

წელს თბილისში ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში თბილისში ბუნებრივი ტარიფის საფასური არ გაიზრდება. გადაწყვეტილება გასული წლის 23 დეკემბერს მიიღო სემეკმა და ეხება 2023-2027 წლებს. “დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ...

Read More »

აფეთქებები კიევში – თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კიევში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით. ეაფეთქებებით შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა რუსების მიერ განხორციელებული შეტევის დროს, 19 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 31 დეკემბერს დედაქალაქზე მიტანილი იერიშების შედეგად, ცნობილი ხდება კიდევ 1 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა 110-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე. შ ეტევა განხორციელდა 9 უკრაინულ ოლქზე, დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი. ასევე 5 ...

Read More »

შოლცის საახალწლო გამოსვლა: გერმანიამ რუსეთს შანტაჟის უფლება არ მისცა, როცა გაზზე წვდომა შეუწყვიტა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო. მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“. „ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი. „გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა. „პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს ...

Read More »

2023 ევროპაში წელი გაზის ფასის შემცირებით დაიწყო, ღირებულება $800-იან ნიშნულს ჩამოსცდა

2023 ევროპაში წელი გაზის ფასის შემცირებით დაიწყო. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 8%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 790,5 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანმა ტრანსადრეტიკული მილსადენით, რუმინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო. ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

Read More »

ბრიტანეთში რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა

2023 წლის 1 იანვარს ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი შეწყვიტა. ამ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. “დღეს დიდმა ბრიტანეთმა სრულად შეაჩერა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი. ჩვენ პუტინს შევუწყვიტეთ მისი უკანონო ომის დაფინანსება და მხარს ვუჭერთ მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, მარტის დასაწყისში, განაცხადა, რომ 2022 ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. „ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 31 დეკემბერს, მე-3 ბლოკში ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ტელეგრამის არხი “მსოფლიო კონფლიქტები 18+” წერს, რომ აფეთქებებია ბელგოროდის რეგიონში. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ომსკში აფეთქებების შესახებ. ომსკში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხმა “ვერტიკალმა” გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა ასევე წერს, რომ აფეთქებაა ვორონეჟში.  

Read More »