SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.