Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 175,8 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

რუმინეთი ორი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად აშშ-სგან 3 მილიარდ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთს 3 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს ორი ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად. რეაქტორის მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ჩუკამ განაცხადა. დაფინანსებას უზრუნველყოფს ვაშინგტონის ექსპორტ-იმპორტის ბანკი (EXIM), რომელიც რუმინეთს საშუალებას მისცემს დაფაროს ორი რეაქტორის ასაშენებლად საჭირო თანხის დაახლოებით მესამედი. „დანარჩენი თანხები დაფინანსების სხვა წყაროებიდან შემოვა“, – აცხადებს რუმინეთის პრემიერი. „ჩერნავოდა“ – რუმინეთში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.65 (-  2.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.83  (-  3.08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“რუსული ნავთობის ყიდვას სარგებელი მოაქვს ინდოეთისთვის”

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის თქმით, ინდოეთი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შეძენას, რადგან ამას ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. “ჩვენი ფუნდამენტური ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ, რომ ინდოელ მომხმარებლებს ჰქონდეთ საუკეთესო წვდომა საერთაშორისო (ნავთბისა და ბუნებრივი აირის) ბაზრებზე ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ამ მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ონდოეთისა და რუსეთის ურთიერთობა ჩვენთვის სასარგებლოა. ამიტომაც, თუ ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ჩვენ ამას გავაგრძელებთ”. – თქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინდოეთი რუსული ...

Read More »

მსოფლიო ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ახალი დახმარების პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოლდოვა უზარმაზარი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ მოლდოვისთვის ენერგეტიკული დახმარების დამატებითი პაკეტი. ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს, რომ მოლდოვამ შეძლოს გაზის საჭირო მოცულობის ხარჯების ...

Read More »

„საგზაო რუკა“ უკვე არსებობს – ყაზახეთი 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადაზიდავს

ყაზახეთმა 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება გააფორმა, რაც, ასევე, 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივას ითვალისწინებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რასაც „ინეტრფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 1,5 მილიონ ტონა ნავთობის გადაზიდვას დავიწყებთ. ასევე, მუშავდება მისი შემდგომი გაზრდის შესაძლებლობა 6-6,5 მილიონ ტონამდე,“ – აცხადებს სმაილოვი. მისი თქმით, ექსპორტის ...

Read More »

დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ ქ. რუსთავის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.9 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა 3,9 მლნ  ბარელით და შეადგინა 440,755 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,9 მილიონი ბარელით  და შეადგინა  205,733 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,52 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,263 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

გერმანია კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე $84 მილიარდს დახარჯავს

ევროპის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად და ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობა მომდევნო წლის განმავლობაში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე თითქმის 84 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის მიერ წარდგენილი სტრატეგია დეკემბერში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების დაფინანსებისთვის $41 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. დარჩენილი $43 მილიარდი კი პერიოდულად დაიხარჯება ენერგორესურსების ტარიფების შესამცირებლად, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის. ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა. „რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, ...

Read More »