რუმინეთი ორი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად აშშ-სგან 3 მილიარდ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთს 3 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს ორი ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად. რეაქტორის მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ჩუკამ განაცხადა.

დაფინანსებას უზრუნველყოფს ვაშინგტონის ექსპორტ-იმპორტის ბანკი (EXIM), რომელიც რუმინეთს საშუალებას მისცემს დაფაროს ორი რეაქტორის ასაშენებლად საჭირო თანხის დაახლოებით მესამედი.

„დანარჩენი თანხები დაფინანსების სხვა წყაროებიდან შემოვა“, – აცხადებს რუმინეთის პრემიერი.

„ჩერნავოდა“ – რუმინეთში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია რუმინეთში, რომელიც აშენდა კანადური ტექნოლოგიით და ფუნქციონირებს 1990-იანი წლებიდან. ორი რეაქტორი, რომელთა საერთო სიმძლავრეა 1400 მეგავატია, ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით მეხუთედს ფარავს.

წყარო: pia.ge

Leave a Reply