Author Archives: admin

ზელენსკი: კიევის, ოდესისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგიის პრობლემაა ყველაზე მწვავედ დგას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ღამის მიმართვაში განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით იმ ადგილებში, რომელთა ინფრასტრუქტურაც ამ კვირაში რუსული დარტყმების სამიზნე იყო. „ჩვენ ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მან. „ელექტროენერგიაზე ყველაზე მეტი პრობლემაა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქში, ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში. ვინიცია, ტერნოპოლი, ჩერკასი, ჩერნიგოვი და სხვა რეგიონები ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-ოქტომბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,8 ათასი ტონა, რაც1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,5 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 19,6 ათასი ...

Read More »

ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14-ჯერ გაიზარდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი განაახლა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5,981 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება. გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414,4 ათასი დოლარის დენი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა – 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში. შეგახსენებთ იმასაც, რომ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაბომბვა ცეცხლთან თამაშია

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, მთავარ ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებები სრულიად მიუღებელია. „ვინც ამის უკან დგას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ. დასავლური მედიის ინფორმაციით, რეაქტორები გამორთულია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი შეიძლება, გადახურდეს, თუ ელექტროენერგია, რომელიც ამოძრავებს ...

Read More »

გასული ღამისა და დილის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში ათზე მეტი აფეთქება მოხდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის. ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოება. ცეცხლის გახსნაში ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

21 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, არტურ  ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თრიალეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 ...

Read More »

საფრანგეთი მილიარდი ხის დარგვას გეგმავს

2032 წლისთვის საფრანგეთი მილიარდ ხეს დარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტყის ფართობის 10%-ია. ახალი ხეები ყველა რეგიონში დაირგვება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. მთავრობის განცხადებით, ახალი ხეები გლობალური დათბობის შედეგების შემცირებას შეუწყობს ხელს, რადგან ისინი სითბური გაზების ბუნებრივ „მშთანთქავებს“ წარმოადგენენ. ამასთან, ხეები ათასობით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველის, მცენარისა და მწერის შენარჩუნებას დაეხმარება. ხეები ზაფხულში ქალაქებისთვის ბუნებრივი კონდიციონერის, ზამთარში კი ცივი ქარის ...

Read More »

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის აღსრულებაში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესახებ ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის აღსრულების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი ემანუელე ფერეტტი უძღვებოდა. ტრენინგის მონაწილეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში იტალიის გამოცდილებასა და დაზიანებული ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენისთვის საჭირო გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და განსაზღვრის მეთოდებს გაეცნენ. 2022 წლის 1 ივლისს, საქართველოში ძალაში შევიდა „ევროდირექტივასთან“ ჰარმონიზებული ახალი კანონი. „გარემოსდაცვითი ...

Read More »

G7 რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს 23 ნოემბერს გამოაცხადებს

G7 ქვეყნებმა 23 ნოემბერს უნდა გამოაცხადონ, თუ რა დონეზე დააწესებენ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრის წინ, 23 ნოემბერს გამოაცხადებს შეთავაზებულ ფასს. წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის ელჩები მხარს დაუჭერენ წინადადებას, იგეგმება შეზღუდვის იმავე საღამოს გამოცხადება. შეზღუდვა, რომელსაც მხარს უჭერს G7 და ევროკავშირი, აუკრძალავს კომპანიებს ტრანსპორტირების სერვისების მიწოდებას, სადაზღვეო და ...

Read More »

გაეროს კონფერენციის მონაწილეები კლიმატისთვის მიყენებული ზიანის გამო განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს კონფერენციის (COP27) მონაწილეები ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც განვითარებად ქვეყნისთვის კლიმატის ცვლილებების ნეგატიური შედეგებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება იქნება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ეგვიპტეში მიმდინარეობდა და კონფერენციის ბოლო დღეს, 18 ნოემბერს ჩავარდნასთან ახლოს იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც კონფერენცია კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივებს, მხარეებმა „კლიმატისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს“. ფონდი უნდა დაეხმაროს ...

Read More »