Author Archives: admin

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი  დაინტერესებული პირებისთვის 19 სექტემბრიდან ახალ სასწავლო კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ელექტროენერგეტიკული  სექტორის რეგულირებას. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ენერგეტიკის სექტორის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონმდებლო ჩარჩო; ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები; ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში; ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები და ბირჟაზე ვაჭრობის პარამეტრები; სატარიფო რეგულირების პრინციპები ...

Read More »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.48 (+3.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.67 (+3.31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ: ბირთვულ შეთანხმების აღდგენაზე ირანის პოზიცია ‘დამაიმედებელია’

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა ბირთვული შეთანხების აღსადგენად ამერიკისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რამდენიმე უკან წაიღო. თეირანი ამერიკისგან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას აღარ მოითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ირანის ქცევას „დამაიმედებელი“ უწოდა. პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი ევროკავშირის მიერ შემუშავებული შეთანხმების ტექსტზე საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. აგვისტოს დასაწყისში ბრიუსელმა თეირანს და ვაშინგტონს ხელშეკრულების „საბოლოო ვერსია“ გადაუგზავნა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ...

Read More »

ბორჯომის ტყეში სხვადასხვა სირთულის ხანძრის კერები კვლავ ფიქსირდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ...

Read More »

ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი

ირანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „აჭიანურებს“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს და ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ისტორიული შეთანხმების განახლებას. თეირანის თქმით, შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლა არ არის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებთან კავშირში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანიმ თეირანში 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა რჩება გადასაჭრელი, მაგრამ ისინი ძალზე მნიშვნელოვანია. „ამერიკელები აჭიანურებენ, ევროპელთა მხრიდან კი უმოქმედობაა… ამერიკას ...

Read More »

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთიდან $68,4 მილიონის ნავთობპროდუტების ექსპორტი განხორციელდა,რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები, იანვარ-ვნისში ძირითადად თურქეთში ($26 მილიონი) და ჩინეთში ($9,5 მილიონი) გაყიდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები მალტაში ($7,1 მილიონი), ბელგიაში ($4,7 მილიონი), ნიდერლანდებში ($4,2 მილიონი) და სხვა ქვეყნებში გაიტანა.

Read More »
აზერბაიჯანში ქარის ახალ ელექტროსადგურს ტესტავენ

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მოგზაურობიდან $14-მილიარდიანი დაპირებული ინვესტიციით დაბრუნდა. ინვესტიციიდან $12 მილიარდი ენერგიის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად გამოიყენება. შეთანხმების თანახმად, საუდის არაბეთის ფირმა ACWA Power-ი, ყარაყალპაკეთში, 1.5 გვტ-იან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურებს შორის ეს მსოფლიოში უდიდესი იქნება და ენერგიით 1.65 მილიონ სახლს მოამარაგებს. ACWA Power-მა ბუხარას რეგიონში ორი მცირე ზომის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. ქარის ...

Read More »

რუსეთში ძლიერ ტყის ხანძარს ებრძვიან – ცეცხლი 50-მდე ჰექტარზე გავრცელდა

რუსული მედიის ცნობით, როსტოვის ოლქში ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. როგორც მედია წერს, ცეცხლი უკვე 50-ზე მეტ ჰექტარზე გავრცელდა. “მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ღონისძიებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »