Author Archives: admin

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის გაოთხმაგდა

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის, გაოთხმაგდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მარტში საქართველოში 21,881 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში კი 83,059 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, მზარდი იყო ყოველთვიური მონაცემებიც. უფრო დეტალურად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელ თვეში, რა რაოდენობის პროდუქტი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან: მარტი – 21,881 მლნ აშშ დოლარი აპრილი – ...

Read More »

“თელასი”-ს აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა

2022 წლის 9 თვეში კომპანია “თელასმა” 2.241 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8.2%აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. “თელასი”-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3.2%-ით, 22 000 აბონენტით გაიზარდა და 719 000-ზე მეტი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648 000-ზე მეტი ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 10.85%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 27 505,2 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5,1%-ითაა გაზრდილი. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში APA-Economics-ს განუცხადეს, რომ ნავთობის 78,9% ტრანსპორტირება მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 21,688.4 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა (ზრდა 10.85%-ით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). გავრცელებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში BTC-ით ასევე გადაიზიდა 3,580.3 ათასი ...

Read More »

დანიის პოლიციის დასკვნით, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ის მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი წყალქვეშა აფეთქებებია

დანიის პოლიციის დასკვნით, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ის მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია. „გამოძიებამ დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ზე დაზიანებები გამოწვეული იყო ძლიერი აფეთქებით“, – განაცხადეს კოპენჰაგენის პოლციაში. დანიის პოლიციამ გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. როგორც მედია იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ მილსადენის დაზიანებამდე ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები მოხდა. დანიის გამოძიების დასკვნა ფაქტობრივად შვედეთის პროკურების დასკვნის ...

Read More »

ევროკავშირი გაზზე ზღვრული ფასების დაწესებაზე უარს ამბობს

ევროკავშირი არ დააწესებს გაზზე (მათ შორის რუსულ ნედლეულზე) ფასების ზედა ზღვარს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს. ევროკომისია 18 ოქტომბერს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლის ახალ ზომებს წარადგენს. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავი შეიკავონ „გაზის ფასების დაუყოვნებელი შეზღუდვისგან“. ისინი შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ენერგოსექტორში შექმნილ პრობლემებს. ევროკავშირს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინდექსის შემოღება სურს, რაც უკეთ ასახავს ენერგეტიკულ ...

Read More »
სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს. ამის მიზეზად კომპანიაში გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 18-19 ოქტომბერს სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მომხმარებელთა გაზმომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებიდან.

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. „რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, ...

Read More »

ჭიათურაში ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის” პროფესიული კურსი დაიწყო. კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობით შეიქმნა. ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15 ახალგაზრდაა, მათ შორის – 3 ქალი. ხუთთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. მსმენელებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსები განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. ...

Read More »

“ენერგოატომი”: “რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს”

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “ენერგოატომი” ავრცელებს. მისი ცნობით, რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სადგურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი. სად იმყოფებიან გატაცებულები ამ დროისთვის უცნობია. გუშინ ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.

Read More »

IAEA: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მთავარი გადამცემის დაზიანების გამო სარეზერვო ენერგიაზეა

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სარეზერვო ენერგია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურიდან მიეწოდება მას შემდეგ, რაც მთავარი, 750 კილოვოლტის სიძლიერის ელექტროგადამცემი ხაზი დღეს, 17 ოქტომბერს ოკუპანტების თავდასხმის გამო ხელახლა დაზიანდა. “დღეს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 750 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, ZNPP-ის 20 გადაუდებელი დიზელის გენერატორიდან ერთ-ერთმა ავტომატური ფუნქციონირება დაიწყო. თუმცა, ის მალევე გამოირთო, რადგან სარეზერვო ელექტროსისტემამ ...

Read More »