Author Archives: admin

გახდება თუ არა აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი?

უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის ენერგოუსაფრთხოება დააზარალა, რამაც ბებერი კონტინენტი აიძულა, ბუნებრივი გაზის ალტერნატიული მიმწოდებლები მოძებნოს. ერთ–ერთი ასეთი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელი მკვლევარი გუბად იბადოღლუ, რომელიც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების მოწვეული მთავარი სპეციალისტია, გამოცემისთვის The Loop ქვეყნის გაზის სატრანსპორტო და საწარმოო სიმძლავრეებს და მის პოტენციალს იკვლევს. ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ბაქო იღებს ვალდებულებას, გააორმაგოს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მიწოდება ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება – 18,6 პროცენტით შეუმცირდა. კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიაში გაზის მარაგმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გერმანიის გაზსაცავებში, ბუნებრივი აირის მარაგმა, რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ, ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ევროპული გაზის შემნახველი ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უკვე 24 ოქტომბერს 239.64 ტერავატ-საათი გაზი დაგროვდა და ამ მაჩვენებლით,  2019 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირებულ პიკს გადააჭარბა, როდესაც გაზის მარაგი 239.62 ტვტ/სთ-ს შეადგენდა. “გასული კვირის ორშაბათიდან, გერმანიაში აბსოლუტური შენახვის მოცულობა რეკორდულ დონეზეა”, – დაადასტურა სებასტიან ბლეშკემ, INES-ის (Initiative Energien ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ (OGT-2022) განაცხადა. ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად ...

Read More »

რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების დაცვას აძლიერებს

რუსეთის ხელისუფლება გააძლიერებს დაცვას თვითმფრინავებისგან მათი ენერგეტიკული ობიექტებისთვის. მთავრობამ დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს, 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს დოკუმენტი ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების შეზღუდვის შესახებ, წერს რუსული მედია. „ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საჰაერო სივრცეში არაუფლებამოსილი პირების მოქმედების შეზღუდვას მნიშვნელოვან საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტებზე. ფრენების შეზღუდვის ზონების შექმნის პროცესების გააქტიურება ახლა, როგორც ჩანს, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, – ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

პოლონეთი სამხრეთ კორეასთან ერთად ოთხ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ორშაბათს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაცეკ სასინმა, ქვეყნის პირველი ატომური სადგურის აშენებაზე აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, განაცხადა. სასინისა და კორეის ენერგეტიკის მინისტრის ლი ჩანგ-იანგის მიერ სეულში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი შეაფასებს სამხრეთ კორეის ტექნოლოგიით რეაქტორების მშენებლობის მიზანშეწონილობას. “ატომური ენერგია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა”, – თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. სასინმა ...

Read More »

ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. “2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა და შემზღუდავი ...

Read More »

საქართველოში ბიოდიზელის წარმოება 5-ჯერ გაიზრდება – „ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალ საწარმოს ააშენებს

საქართველოში ბიოდიზელის მოხმარება და ცნობადობა სულ უფრო იზრდება, უახლოეს პერიოდში კი წარმოებაც გაიზრდება. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს ამუშავდება. ახალი საწარმო 5-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე არსებული და ის თვეში 500 ტონა ბიოდიზელის წარმოებას შეძლებს. უკვე შერჩეულია ქარხნის ასაშენებელი ადგილიც. როგორც „ბიოდიზელ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი თოფჩიშვილი განმარტავს, „ბიოდიზელ ჯორჯია“ რესტორნებიდან და ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასები გაიზარდა

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გეოპოლიტიკური სიტუაციითა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიით აიხსნება. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის საშუალო ფასი, 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 კვტ/სთ-ზე 22 ევროდან 25.3 ევრომდე გაიზარდა. რაც შეეხება გაზს, მისი ფასი, იგივე პერიოდში, 100 კვტ/სთ-ზე 6,4 ევროდან 8,6 ევრომდეა გაზრდილი. ელექტროენერგიის ფასი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გაიზარდა, გარდა ხუთისა. ყველაზე ...

Read More »

დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კულებას განმარტებით, უკრაინელ დიპლომატებს მუდმივად აქვთ კონტაქტი პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე პროფილური უწყებების მიერ მომზადებული საჭიროებების სიებზე დაყრდნობით. ამას გარდა, მისივე თქმით, დიპლომატები საჭიროებებთან დაკავშირებით მწარმოებელ კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, ჩინეთი და სხვები. „ჩვენ ...

Read More »