Author Archives: admin

ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ევროპის სავაჭრო ბაზარზე გაზის იანვრის  ფიუჩერსების ღირებულება 5,2%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 059,5 აშშ დოლარი შეადგინა. ამას ადასტურებს ICE Futures-ის მონაცემები. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნის მომენტისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 086,6 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი ცვალებადი იყო. გაზის მაქსიმალურმა ფასმა დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 110 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მინიმალურმა ღირებულებამ 1 ...

Read More »

თემურ ჭიჭინაძე: ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს

ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით გაფორმებული, ასევე ელექტროენერგიის მომწოდებელ გიგანტ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები. ,,დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებების უმეტესობა კაბალურ პირობებს შეიცავს და გადასახედია. დიდი ხანია, ეს გასაკეთებელია და ახლაც არ არის გვიან. სულ ახლახან ,,ინტერ რაომ“ არბიტრაჟში მოუგო საქართველოს და ჩვენ ...

Read More »
ინვესტორები ნავთობის ფასის ზრდას 100$ -ს ზემოთ ვარაუდობენ

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,67  (- 0.87)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,50 (+ 0,93)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წულუკიძის, ლაღიძის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,56%-ით, 1.12 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 72.86 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,91 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,91 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,111 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,03 მილიონი ბარელით  და შეადგინა  215.422 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,16 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,877 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 მლნ ...

Read More »

Nissan-ი ელექტრომობილების განვითარებაში 17.6 მლრდ დოლარს დახარჯავს

იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Nissan Motor-მა განვითარების ახალი სტრატეგია Nissan Ambition 2030 წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ტექნოლოგიების განვითარებაში ელექტრომობილების მიმართულებით. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში. „Nissan Ambition 2030-თან ერთად, ჩვენ შევდივართ ელექტროფიცირების ახალ ერაში, ჩვენ ვგეგმავთ ემისიების შემცირების მიმართულებით განვითარებას და გავხსნით ყველა შესაძლებელ ბიზნესს ამისთვის. ჩვენი სურვილია, გადავაქციოთ Nissan სტაბილურ კომპანიად, რომელიც ნამდვილად სჭირდებათ კლიენტებსა ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC-ის გენერალური მდივნის კანდიდატურის განხილვა იანვრისთვის გადაიდო

OPEC-ის ქვეყნებმა ორგანიზაციის მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე კვლავ ვერ შეთახმნდენ და  საკითხის გადაწყვეტა იანვრისთვის გადაიდო. ახალმა გენერალურმა მდივანმა მომავალ წელს გაერთიანების ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოჰამედ ბარკინდო უნდა შეცვალოს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდელ აზიზ ბინ სალმანმა მხარი  ქუვეითის წარმომადგენელს დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის დელეგატებმა 1 დეკემბერს დახურული შეხვედრა გამართეს. 2 დეკემბერს  გამართულ OPEC +-ის მინისტრთა სამიტის დღის წესრიგში მთავარ საკითხს იანვრის ...

Read More »

“ვღვრით ღმერთის მიერ მოცემულ სიმდიდრეს. არც იმის შნო გვაქვს, რამე სხვა შევქმნათ”

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: “საქართველო, დიდი ხანია, ეგზოტიკური ქვეყანაა, რომელსაც საუკუნეებია, სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვს. ამ ეგზოტიკურობას მოსახლეობის დარდიმანდობა კვებავს, რაც პირველ რიგში, კარგად და სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილს გულისხმობს. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ კარგად ცხოვრება კარგია. ისიც იცის, როგორია კარგი ცხოვრება, მაგრამ არ იცის, რა არის საჭირო ამ კარგი ცხოვრებისთვის. არა, მთლად ...

Read More »

სემეკმა საჯარო სხდომაზე მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხები განიხილა

სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებს. კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ყამარი მ“-ზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების ...

Read More »