სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებს.
კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ყამარი მ“-ზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.