OPEC-ის ქვეყნებმა ორგანიზაციის მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე კვლავ ვერ შეთახმნდენ და საკითხის გადაწყვეტა იანვრისთვის გადაიდო.
ახალმა გენერალურმა მდივანმა მომავალ წელს გაერთიანების ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოჰამედ ბარკინდო უნდა შეცვალოს.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდელ აზიზ ბინ სალმანმა მხარი ქუვეითის წარმომადგენელს დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის დელეგატებმა 1 დეკემბერს დახურული შეხვედრა გამართეს. 2 დეკემბერს გამართულ OPEC +-ის მინისტრთა სამიტის დღის წესრიგში მთავარ საკითხს იანვრის საწარმოო პოლიტიკის დამტკიცება წარმოადგენს.