Author Archives: admin

ბულგარეთი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აღარასდროს გამართავს

“ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, ერთადერთი პასუხი, რისი თქმაც შემიძლია არის – არასოდეს”, – თქვა ვასილევმა კითხვაზე, როდის განაახლებს მთავრობა “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს. ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და სახელმწიფო კომპანია Bulgargaz რეგულარულად ახსენებს “გაზპრომს” ხელშეკრულების პირობების შესრულების აუცილებლობის შესახებ. ვასილევმა რუს მონოპოლისტს არასანდოობის გამო უსაყვედურა. “როდესაც ვინმე გათიშავს გაზს, თუნდაც მაშინ, როდესაც კონტრაქტის ...

Read More »

საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის” (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა – განვითარების კუთხით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ასევე, საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ...

Read More »

მოლდოვა, უკრაინული „ენერგოატომისგან“ ელექტროენერგიის შესყიდვას იწყებს

უკრაინაში, ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი NNEGC “Energoatom”-ი, 4 ივნისიდან მოლდოვას ელექტროენერგიას მიაწვდის, რითაც ქვეყანა რუსული ენერგორესურსების ნაწილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება. NNEGC Energoatom-მა საექსპორტო ხელშეკრულება მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-თან გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად, „ენერგოტომი“ გეგმავს ივნისში მოლდოვისთვის 85,2 ათასი მეგავატ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას 1 მგვტ/სთ-ზე 77 აშშ დოლარის ფასად“, – ნათქვამია ანგარიშში. ექსპორტის წყალობით „ენერგოტომი“ მიიღებს დამატებით წყაროს სპეციალური ვალდებულებების ...

Read More »

ყაზახეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად ნავთობს სახელს გადაარქმევს

ყაზახეთი ნავთობს, რომელიც რუსული საზღვაო პორტების გავლით გააქვს ექსპორტზე, სახელს გადაარქმევს. ამიერიდან რუსული პორტებით გატანილი ნავთობის სახელი Kazakhstan Export Blend Crude Oil (KEBCO) იქნება. ცვლილების მიზეზი ყაზახური ნავთობის რუსულისგან დიფერენცირებაა. „მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო და ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე ნეგატიური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, 2022 წლის ივნისიდან გამოიყენება შემდეგი სახელი – KEBCO (Kazakhstan Export Blend Crude Oil)“, – წერია ყაზახური ნავთობის მწარმოებლის, ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჯამში, ღონისძიებას 8 ქვეყნის ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციa დაესწრო. შეხვედრაზე განხილული ...

Read More »
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

შვედეთი დეფიციტის შესავსებად მზის ენერგიაზე გადადის

შვედეთში, რომელიც ცნობილია გრძელი, ბნელი ზამთრით, მზის ენერგიის ბუმია. მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე სწრაფი გზაა სამხრეთ შვედეთში ორი დახურული ბირთვული რეაქტორის გაუქმების შედეგად შექმნილი დეფიციტის შესავსებად. რეგიონში მომხმარებლები ცდილობენ მიიღონ მწვანე ენერგია სტაბილურ ფასებში. მზის ენერგია სწრაფად ეწევა ქარს, რადგან დეველოპერები ამონტაჟებენ პანელებს სახურავებზე და დასახლებულ ადგილებში არასაკმარისად ათვისებულ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ნაკლებობა შემაფერხებელი ფაქტორია, ყოველი ახალი ელექტროენერგიის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის“ (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა – განვითარების კუთხით. ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „კომპანია „ინობატ ენერჯი“ ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, ალპების თოვლით დაფარული მწვერვალები თანდათან მწვანდება

თოვლით დაფარული ალპების სახელგანთქმული მწვერვალები სწრაფად ხუნდება და მცენარეულობით იფარება. ახალი კვლევის მიხედვით, „გამწვანების“ პროცესი კლიმატის ცვლილებამ ააჩქარა. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევა 38 წლის განმავლობაში ევროპის ამ ცნობილი მთათა სისტემის შესახებ შეგროვებულ თანამგზავრულ მონაცემებს ეფუძნება. „გულწრფელად ძალიან გაგვიკვირდა გამწვანების ამხელა ტენდენციის აღმოჩენა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბაზელის უნივერსიტეტის ეკოლოგი საბინ რამპფი. გამწვანება კარგად ცნობილი ფენომენია არქტიკაში, მაგრამ ამ დრომდე, მთიან რეგიონებში კარგად დამკვიდრებული არ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117,61  (+  1,32)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  116,87  (+  1,61)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

სემეკი: მნიშვნელოვანია გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება, მათ შორის თურქეთზე წვდომა

2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. სემეკის ანგარიშის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საშუალოდ საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2021 წელს 11 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი ...

Read More »