Author Archives: admin

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია და პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ  სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის. „სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ ბუნებრივ აირს რომელსაც სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის წვავს – რა რაოდენობის გაზი იწვება ყოველდღიურად?

“გაზპრომი“ ბუნებრივ აირს, რომელსაც ეკონომიკური სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის, წვავს. მედიის ცნობით, გაზი ლენინგრადის ოლქის სადგურ პორტოვაიაში იწვის. Rystad Energy-ს შეფასებით, ყოველდღიურად 4,34 მლნ კუბური მეტრი იწვება, რომლის ფასიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარია. მეცნიერები ამბობენ, რომ გაზის წვა ღია მეთოდით ხდება, მისი ალი კი, მეზობელი ფინეთიდანაც ჩანს. ცნობისთვის, ეს სწორედ ის ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირებაც ევროპაში “ჩრდილოეთ ნაკადის” მისლადენით ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის დარიგება, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გარშემო დაძაბულობის ფონზე

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება მოსახლეობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ისინი დაიცვას რადიაციით პოტენციური მოწამვლისგან, სადგურზე ავარიის შემთხვევაში. პრეპარატების დარიგება დაიწყო 27 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურის გარშემო ცეცხლის გახსნაში. ერთი დღით ადრე რუსეთმა დაბლოკა გაეროს მნიშვნელოვანი განცხადების მიღება, იმ ფორმულირების გამო, რომლითაც დოკუმენტის პროექტში ზაპოროჟიეს სადგური იყო ...

Read More »

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. „NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზია ორი გარემოება. ერთი არის სუფთა მწვანე ენერგია. სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ენერგიის წყაროების ინსტალაცია. ძალიან მარტივია მისი დაყენება როგორც ოჯახში, ასევე კომერციულ ობიექტზე. ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით –  ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. “რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

Read More »

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის მხარეები,  სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა. მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის, რათა ენერგორესურსების ღირებულების მატების შეკავება მოხერხდეს. „ელექტროენერგიაზე ფასები უნდა შემცირდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პუტინს, ყოველდღიურად გადაწყვიტოს, რა უნდა ღირდეს ევროპაში ენერგია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სიგიჟე, რომელიც ბაზრებზე ხდება“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ავსტრიის კანცლერის თქმით, ის ამ ინიციატივას ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომაზე წარადგენს. მისივე თქმით, მან საკუთარი წინადადება უკვე გააცნო ...

Read More »

„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელის გავრცელებაზე პროგნოზი გააკეთა

„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელის გავრცელების პროგნოზი მოამზადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. უკრაინული კომპანიის პროგნოზით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეექვსე ენერგობლოკზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს დაფარავს. კომპანიაში ასეთი პროგნოზი 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთეს. როგორც მედია წერს, ვითარება სადგურზე ბოლო რამდენიმე კვირაა, გართულდა დაბომბვისა და უშუალოდ ატომური ობიექტის ტერიტორიაზე რუსული ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გერმანია გაზის საცავებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს, რაც იმედს აძლევს ქვეყანას, რომ ზამთარში გაზის მწვავე დეფიციტის თავიდან არიდებას შეძლებს. რობერტ ჰაბეკის თქმით, საცავების 85%-ით შევსებას გერმანია ოქტომბრისთვის ვარაუდობდა, თუმცა ამ მიზანს უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის მიაღწევენ. როგორც მინისტრი განმარტავს, აგვისტოს თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის მხოლოდ 9.5% იყო რუსეთიდან მიღებული, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოხმარებული აირის 55% რუსულ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება. „ეს დღე დადგა, სარეთაშორისო ატომური სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიესკენ მიემართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მოგვიანებით, ამ კვირაში შედგება“, – წერს რაფაელ გროსი. როგორც ნიუ-იორკ ...

Read More »