Author Archives: admin

კიევის ოლქის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება

კიევის ოლქის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ. მისი თქმით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკული რჩება. „აღვნიშნავ, რომ მტრის ყოველი დაბომბვისას სარემონტო სამუშაოების სირთულე და ხანგრძლივობა იზრდება“, – განაცხადა კულებამ.

Read More »

კატარი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებულმა ბრალდებებმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს გაზის მიწოდებაზე

კატარმა უარყო ევროპარლამენტში კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებები, წერს Agence France-Presse. ქვეყნის ხელისუფლება დისკრიმინაციულს უწოდებს ევროპარლამენტის გეგმას – დოჰას ევროპარლამენტის კომპლექსში წვდომა შეუზღუდოს გამოძიების დასრულებამდე. კატარი ევროპელებს აფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს გაზის მიწოდებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ კატარელმა დიპლომატმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება. კატარში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანა გათხევადებული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ბელგიაში, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. ...

Read More »

რუსეთში, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ხანძარია

რუსეთში, ჩუვაშიაში, ვურნარსკის რაიონის სოფელ კულჰირისა და კალინინოს შორის, აფეთქების გამო გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა,– იტყობინება Idel.Реалии. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS საგანგებო სიტუაციების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. „ყველა მათგანი გაზსადენზე მუშაობდა“, – განაცხადა წყარომ. უწყებაში აცხადებენ, რომ გაზსადენის მონაკვეთი გადაკეტილია. მაგისტრალური გაზსადენი ურენგოი – პომარი – უჟგოროდი, სადაც აფეთქება მოხდა, არის რუსული საექსპორტო გაზსადენი, ...

Read More »

თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის – სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის ...

Read More »

თუ არ შევცვალეთ მიდგომა, ამ კაბელს საკუთარი ელ.ენერგიის წარმოება არ დავახვედრეთ, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები – ირაკლი იაშვილი

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი საქართველოს მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის პროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. ირაკლი იაშვილის შეფასებით, თუ საქართველომ არ შეცვალა მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ და ან პროექტს შესაბამისად მომზადებული არ დახვდა,  მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო ხელიდან გაუშვებს უზარმაზარ შესაძლებლობას. „სულ რამდენიმე წლის წინ (მაქს. 6-7), ვცადე ამ საკითხზე ევროპელ ბიუროკრატებთან საუბარი. მითხრეს, რომ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზეხელშეკრულება გაფორმდა. SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს. „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს ...

Read More »

დავით ნარმანია ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ახალი სარეაბილიტაციო სახლი დაათვალიერა, პაციენტები მოინახულა და ფონდის წარმომადგენლებს საახალწლო საჩუქარი გადასცა. „დღეს ვესტუმრეთ ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლს, სადაც უანგაროდ უწევენ დახმარებას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს. მივულოცეთ პაციენტებს დამდეგი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა სარეაბილიტაციო სახლი. ვფიქრობ, ჩვენი წვლილი უნდა ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: შავი ზღვის გადამცემი ქსელის აშენების შემდეგ, საქართველო პრაქტიკულად პირდაპირ ხდება ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი

შავი ზღვის გადამცემი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, რეალისტური გახდება საქართველოს ENTSO-E-ში გაწევრიანების საკითხი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროპის ენერგოსისტემები პარალელურ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემის საბოლოო გადაჭრას უდრის.- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. გვიდიანი შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმდენად რევოლუციურია, ალბათ სრულად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა და ...

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“

რა შესაძლებლობებს  ხსნის  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა  კაბელი  და  რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს.  ამ  თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა. გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,  როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით. „ჩვენ უკვე ვხვდებით ...

Read More »