Author Archives: admin

ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ბულგარეთი თურქეთთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, – ...

Read More »

ეკონომიკა „მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – გიორგი ცუცქირიძე

„მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი შანსი ეძლევა, არა ელექტროენერგიის გამტარი, არამედ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. „სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023-2027 წლებში, დაახლოებით, 5-6 %- იანი ზრდა გვექნება. ეს კონსერვატორული შეფასებაა. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ფონდის მოხსენების ნაწილში, ფაქტობრივად, შესული არაა ისეთი 2 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ...

Read More »

საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს

აქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას €30 მილიონით დააფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა. „ჩვენ უნდა შევძლოთ და ადგილობრივი რესურსების გატანა მოვახერხოთ ევროპაში. უფრო მაღალ მსყიდველობით ბაზარზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ტრანზიტს. ამ პროექტში ...

Read More »
რუსული ტერაქტები თურქეთში და საქართველო - ვინ და რატომ აფეთქებს სტრატეგიულ მაგისტრალებს?

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერი აფეთქდა

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფო, საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. წყარო: pia.ge

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ მოხსენება გააკეთა. „ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ...

Read More »

ევროპული ქვეყნები, რომლებიც ენერგოკრიზისს ყველაზე კარგად უმკლავდებიან

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ მიწოდების საკითხებში პრობლემები შექმნა და იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულების ზრდა გამოიწვია. ევროპის მთავრობებმა მოქალაქეებისა და ეკონომიკის მზარდი ენერგოფასებისგან თავის დასაცავად გარკვეულ ზომებს მიმართებს, თუმცა მზარდი დემონსტრაციები ცხადყოფს, რომ არსებული მდგომარეობა მილიონობით ადამიანს კვლავ აწუხებს. 2021 წელს რუსეთი ევროპის მთლიანი ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის ნახევარს ახორციელებდა, თუმცა ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ გაზზე ერთმანეთისგან განსხვავებულია. ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს. მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.

Read More »

ჩინეთში მსოფლიოს მეორე უდიდესი ჰესის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მეორე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს. ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს. ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასში“ ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეტჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე მომხმარებელს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეტჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს ...

Read More »

მესტიის მერია საახალწლო მოწყობილობებისთვის 105 000 ლარიან გენერატორს ყიდულობს – რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მოლოდინი აქვთ?

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გენერატორს ყიდულობს. აღნიშნული გენერატორის შესყიდვას მერია საახალწლო განათებების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ახდენს. გენერატორის შეძენას მერია გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. როგორც მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის წერილშია აღნიშნული, 31 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება, რომლის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 150 000 ლარს, აქედან 105 000 ლარი განსაზღვრულია გენერატორის შესასყიდად, რომლის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი (NAT220026359) არ შედგა. ამ ...

Read More »