აქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას €30 მილიონით დააფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა.
„ჩვენ უნდა შევძლოთ და ადგილობრივი რესურსების გატანა მოვახერხოთ ევროპაში. უფრო მაღალ მსყიდველობით ბაზარზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას.
ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ტრანზიტს. ამ პროექტში წამყვანი როლი აქვს საქართველოს, 2 მილიონი ევრო, რაც საჭირო იყო ტექნიკურ ეკონომიკური კვლევებისთვის, უკვე გადაიხადა საქართველომ და აქ მსოფლიო ბანკის დახმარებაცაა.
ასევე ის, რომ ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 30 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც დავიწყებთ სკანირებას, რომელზეც უნდა გაიაროს ამ კაბელმა, რათა ფორსირება გავუკეთოთ ამ პროცესს.