Author Archives: admin

Tesla-მ რეკორდული მოგება მიიღო

ილონ მასკის კომპანიამ, Tesla-მ წლის მესამე კვარტალში რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, კომპანიამ შეძლო ელექტრო მანქანების გაყიდვების გაზრდა ჩიპების დეფიციტის და გლობალური ლოგისტიკის შეფერხების ფონზე. Tesla-ს შემოსავალი ელექტრო მანქანებიდან გაიზარდა 30.5%-ით, ხოლო მთლიანად ბიზნესიდან – 26.6%-ით. კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ მეორედ გადააჭარბა $ 1 მილიარდს და შეადგინა $ 1.62 მილიარდი. ენერგეტიკულმა ბიზნესმა, მათ შორის მზის პანელების ...

Read More »
პუტინი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს

პუტინი: OPEC+-ის ყველა ქვეყანას არ შეუძლია მოპოვების სწრაფად გაზრდა

“OPEC +”-ის ყველა ქვეყანას არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს ნავთობის მოპოვება საინვესტიციო ციკლის ხანგრძლივობის გამო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბის “ვალდაის” შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. მან შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში ჯერ კიდევ პანდემიამდე შემცირდა და შესაძლოა არ იყოს საკმარისი ნავთობი. ”2012-2016 წლებში ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში შეადგენდა დაახლოებით 400 მილიარდ აშშ დოლარს წელიწადში, ...

Read More »

ევროპას ცივი ზამთრისგან OPEC ვერ იხსნის

წარმოუდგენლად მაღალი ფასები გაზზე, ნახშირზე და ელექტროენერგიაზე მსოფლიოში, და პირველ რიგში ევროპაში, ნავთობზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, უახლოეს თვეებში შავი ოქროს მოპოვების ზრდა მოსალოდნელი არ არის – ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს დღევანდელზე მეტად ის აწუხებთ, რაც შესაძლოა ხვალ-ზეგ მოხდეს. ბუნებრივი გაზის ნავთობის ჩანაცვლება დღიურ მოხმარებას ზამთარში დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაზრდის – კარგი ამბავი ნავთობმწარმოებლებისთვის ისაა, რომ ფასები ნავთობზე კიდევ გაიზრდება. მაგრამ ესეც ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში გაყვანილი იქნა 16,147 მილიონი ბარელი ნავთობი. თურქული კომპანია BOTAŞ–ის მონაცემებით, 3,4%-ით, მეტია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში BTC–ით 148,199 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტუმბა, რაც 11,943 მილიონი ბარელით, 4.46%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

Read More »

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონს აჭარბებს

ბიტკოინის რეკორდულ ზრდასთან ერთად კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ ყველა დროის პიკს – $2,7 ტრილიონს მიაღწია. CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზარი მაისის მაჩვენებლის შემდეგ $200 მილიარდით გაიზარდა. სექტორი ახლა თითქმის 10 000 მონეტას მოიცავს. აღმასვლა გვიჩვენებს, თუ როგორ ვრცელდება კრიპტოვალუტებზე ფსონები  ბიტკოინის მიღმა, იმ ენთუზიაზმის ფონზე, რომ ციფრული აქტივების მიმართ მიმღებლობა იზრდება. განსაკუთრებით, აშშ-ში ბიტკოინთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტის შემდეგ. ეთერიუმი, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 426,544 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 5,37 მილიონი ბარელით  და შეადგინა  217,739 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 3,91 მილიონი ბარელით და შეადგინა  125,394 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

უკრაინა ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე დაიწყებს

უკრაინა, ოპტიმალური სცენარის მიხედვით, ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე შეძლებს. წყალბადის მიღება კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა. „ევროკავშირმა აღნიშნა უკრაინა, როგორც პრიორიტეტული პარტნიორი ევროპელი მომხმარებლებისთვის ენერგიის ახალი წყაროს მიწოდებაში. ჩვენ გვაქვს რესურსები, პოლიტიკური ნება და ამბიცია გავხადოთ უკრაინა „მწვანე“ წყალბადის საკვანძო მიმწოდებელი ევროკავშირისთვის. ამ ტიპის პროექტები უკვე ამოქმედებულია და ოპტიმისტური ...

Read More »
მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2021 წელს ვარაუდობს ნავთობის ფასს 70 დოლარის ფარგლებში/ბარელზე

მსოფლიო ბანკი (მსოფლიო ბანკი) ვარაუდობს, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი მიაღწევს 70 დოლარს/ბარელზე და 2022 წელს – 74 დოლარს/ბარელზე. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2021 წელს მოსალოდნელია ნავთობის ფასი საშუალოდ 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე, რაც წარმოადგენს 70%-იან ზრდას. პროგნოზი კეთდება, რომ 2022 წელს ის შეადგენს 74 დოლარს/ბარელზე ნავთობზე მოთხოვნილების გაძლიერებისა და პანდემიამდე არსებულ დონემდე მიახლოების ...

Read More »

უკრაინულ Naftogaz-ს Nord Stream 2-ის სერტიფიცირებაში სურს მონაწილეობის მიღება

უკრაინულმა Naftogaz-მა გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს სააპლიკაციო ფორმა შეავსო ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინული ავტორიტეტული მედიასაშუალება Ukrinform-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, Naftogaz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ აღნიშნული განცხადება ორშაბათს, 18 ოქტომბერს, ბრიფინგზე გააკეთა. „Naftogaz-მა, უკრაინის ეროვნულმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებისა  და ეროვნული ინტერესების დაცვისათვის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, გერმანულ მარეგულირებელ ორგანოს, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება მოსთხოვა“, – ...

Read More »

ნარმანია: არ არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს ელექტროენერგიის მომწოდებელი

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმპორტზე. ამისთვის საჭიროა ჰესების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. დავით ნარმანია აქვე განმარტავს, რომ რუსეთი არ არის ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელი. საქართველო ელექტროენერგიას იღებს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. “ტარდება აუქციონები, გადაწყვეტილების მიღება კი, ფასით და ენერგიის მოცულობით ხდება. ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების კუთხით, ...

Read More »