Author Archives: admin

ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნებას დათანახმდა

ირანი ამ წლის ნოემბრიდან დაუბრუნდება ბირთვულ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაა. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის მეთაურმა, ალი ბაღერი ქანიმ. ბაღერუ ქანის თქმით, მას ჰქონდა სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნდება. მოლაპარაკებების გაგრძელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ცნობილი ...

Read More »

რისი ბრალია ევროპის ენერგოკრიზისი

ევროპის საბითუმო ენერგობაზარზე გაზის ფასები გაათმაგდა, რამაც მრავალ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვნად გააძვირა. ევროპული დედაქალაქები ამ ზამთრისათვის ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ. საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ სუბსიდიები დაუწესეს მრეწველობის განსაკუთრებით დაზარალებულ დარგებს, ზოგი მთავრობა კი მოქალაქეებსაც აპირებს შეეხიდოს და გაძვირებული დენის საფასურის ნაწილი გადაუხადოს. ამ კრიზისს მრავალი მიზეზი აქვს, მათგან ზოგი დროებითია, ზოგი კი უფრო გრძელვადიანი, სისტემური ხასიათისაა. რა მოხდა 2021 წლის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84,58 (- 1,82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82,66 (- 1,99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

შუახევი ჰესმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა. საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განისაზღვრა 150 000 ლარი, სადაც კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ და შუახევის მუნიციპალიტეტმა თანაბრად მიიღეს ფინანსური მონაწილეობა. “სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში დავაფინანსეთ. განათლების მხარდაჭერა, ისევე როგორც ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონშს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის,  ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებში შეფერხებები კიბერთავდასხმის შედეგია

ირანში ბენზინგასამართ სადგურებში ფართო მასშტაბით აღინიშნა შეფერხებები, რაც, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგი იყო. ტელევიზიას მოჰყავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა ნავთობის გამანაწილებელ კომპიუტერულ სისტემაზე. შეფერხების შედეგად ბენზინგასამართ სადგურებთან მანქანების გრძელი რიგები გაჩნდა, ზოგიერთი კი დაიხურა. მანამდე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ინციდენტი „ტექნიკური პრობლემის“ შედეგი ...

Read More »

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა შეზღუდოს საწვავის ექსპორტი და არ მოუწოდოს “OPEC +”-ს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ

აშშ-ში ბენზინზე მაღალი ფასები გამოწვეულია შიდა პრობლემებით, ნავთობის იმპორტის ზრდა მათ მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში, რითაც პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრალდებას ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “მირჩევნია ამაზე რეაგირება არ მოვახდინო. მაგრამ, როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, საქმე მაქვს ტექნიკურ საქმეებთან. ბენზინზე ფასები მაღალია, რადგან მისი შერევა ...

Read More »

ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყანა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმებს ეწინააღმდეგება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ: გერმანიამ, დანიამ, ირლანდიამ და კიდევ ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ განაცხადეს, რომ ისინი ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას მხარს არ დაუჭერენ. ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები შემოდგომაზე რეკორდულად გაიზარდა, შედეგად რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბრიუსელს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისაკენ მოუწოდა. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რაიმე რეფორმას, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ბაზარს ეწინააღმდეგება. ვინაიდან ფასების ...

Read More »

აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანიდან საქართველოში  168,5 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ  19,7% შეადგინა. ამასთან, ქვეყნისთვის დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდათ. აზერბაიჯანის წილი საქართველოს მთელი დიზელის საწვავის იმპორტში 41,2%-ს შეადგენს.

Read More »
რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

სად არის “შავი ოქროს” ყველაზე დიდი მარაგი

საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების პროცესში. საუდის არაბეთზე მოდის ...

Read More »