კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.