Author Archives: admin

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ამ ეტაპზე, ელექტრომომარაგება ზუგდიდში აღდგენილია

ელექტროენერგიის არასტაბილურმა მიწოდებამ პრობლემები შექმნა ქალაქის წყალმომარაგების ქსელშიც. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგება აღდგენილია, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სტაბილური და უახლოეს პერიოდში ქალაქის მოსახლეობას აღუდგება წყალმომარაგება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა. „3 დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც. ძირითადი ზიანი გვაქვს კერძო სახლების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის აღწერილია 261 სახლი, რომელსაც მიადგა ზიანი. ასევე გვაქვს ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბრიტანული ბიზნესის მეოთხედი რეალურად მხარს უჭერს ნახშირზე გადასახადს

ეკონომიკური  ვითარება დაძაბული იყო 2022 წელს, მაგრამ მდგრადობა და გარემოსდაცვითი დამოკიდებულება მომავალ წელს  გააგრძელებს ფუნქციონირებას  მოვლენების შუაგულში, რადგან ბალანსი  მოგებას, ზრდასა და მწვანე პასუხისმგებლობას შორის  კვლავაც იზრდება. ბრიტანეთში კერძო საწარმოების უახლესმა კვლევამ  გამოავლინა ფინანსური  შენატანების  ძლიერი მხარდაჭერა შედარებით ემისიებზე. ნახშირზე გადასახადი არ არის ახალი, მაგრამ დიდხანს იყო სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მარტივი იქნებოდა ასეთი პოლიტიკის განხორციელება და როგორ აღიქმებოდა ...

Read More »

ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა

ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, – თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა.

Read More »

უნგრეთმა შესაძლოა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლოს

რუსული გაზისა და ნავთობის შემცვლელის პოვნა ერთ დღეში შეუძლებელია, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში ტამაშ მენცერმა. დაზუსტებით, რომ უნგრეთში გაზის მოხმარების 85% მოდის რუსეთზე და რომ ნავთობზე ეს მაჩვენებელი 65%-ია, მენცერმა დაასახელა რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების რამდენიმე გზა, მათ შორის გაზის ყიდვა აზერბაიჯანიდან. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, „დრო და ფული სჭირდება, საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის შეცვლა, ამიტომ ...

Read More »

აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2022 წელს 18%–ით გაზარდა 23,3 მლრდ კბ/მ–მდე. ამ მოცულობიდან 11,4 მლრდ კბ/მ ევროპაში გადაიტვირთა. გასულ წელს ევროპამ აზერბაიჯანიდან, 2021 წელთან შედარებით 12,3%–ით მეტი გაზი მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, 2022–ში აზერბაიჯანმა თურქეთს 8,4 მლრდ კბ/მ გაზი მოაწოდა – მთელი ექსპორტის 38%, საქართველოს კი 2,5 მლრდ კბ/მ (მთელი ექსპორტის 11%). ...

Read More »

ძლიერი ქარის გამო სამეგრელოსთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება იმერეთსა და გურიაშიც

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. “გუშინ გვიან საღამოს ენერგო-პრო ჯორჯიამ შეძლო აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა დღეს დილით კვლავ გაუარესდა ამინდი და სამეგრელოს, იმერეთის და გურიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ...

Read More »

ფოთში სტიქიის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

ფოთში კვლავ ძლიერი ქარია. შედეგად, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს. როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ...

Read More »

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა. ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება  4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, – განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ...

Read More »

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს

ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ ...

Read More »