Author Archives: admin

ნავთობის ფასის გასაკონტროლებლად რუსეთს საკუთარი სტანდარტის შექმნა უნდა

რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რათა მომავალ წელს ნავთობის ფასის გასაკონტროლებლად საკუთარი სტანდარტი შექმნას. აღნიშნული მეთოდით ოფიციალური მოსკოვი დასავლეთისგან თავის დაცვას ცდილობს, რომელსაც სანქციების მეშვეობით დოლარის შესვლის შეზღუდვა სურს. Bloomberg News-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა, ნავთობის შიდა მწარმოებლები და ცენტრალური ბანკი ეროვნულ პლატფორმაზე ნავთობის ვაჭრობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ნავთობის შესაძენად უცხოელი პარტნიორების მოზიდვაზე ორიენტირდება, რათა 2023 წლის მარტიდან ივლისამდე საკმარის სავაჭრო მოცულობას მიაღწიოს, რომელიც ფასების დადგენის საშუალებას მისცემს. ...

Read More »

სემეკმა და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. „ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ...

Read More »
ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

გაივლის თუ არა რუსული თხევადი გაზი ფოთის პორტს – APM Terminals-ის პასუხი

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გამოყენებით ბულგარეთისთვის რუსული თხევადი გაზის (LPG) შესაძლო მიწოდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მსგავსი ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს. „APM Terminals-ი, როგორც ევროკავშირში დაფუძნებული კომპანია, სრულ თანხვედრაშია ყველა შესაბამის სანქციასთან. ჩვენ არ ვახდენთ რუსული LPG-ის გადაზიდვებს და ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ნება დავრთოთ ფოთის გავლით LPG-ის გადაზიდვაზე“, – აცხადებენ APM Terminals-ში. ამასთან, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა გაიზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შემცირდეს დამოკიდებულება იმპორტზე

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბლოკ ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი ...

Read More »

თემურ გოჩიტაშვილი: რუსეთში ნავთობის წარმოება დღიურად მილიონი ბარელით შემცირდა

რუსეთში ნავთობის წარმოება დღიურად მილიონი ბარელით შემცირდა. ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ ეს რუსეთისთვის მოწყობილობის მიწოდებაზე დაწესებულმა ემბარგომაც გამოიწვია. “რუსეთს არ აქვს საკუთარი წარმოება, რომ მწყობრიდან გამოსული აღადგინოს, შეცვალოს და ა.შ.”, – აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი “ბიზნესპარტნიორის” ეთერში. მისი თქმით, ამ პროცესს განვითარება ექნება. “მაგალითად, თუ ამ 150 დღეში წარმოება მილიონი ბარელით შემცირდა, შემდგომ, გაცილებით მეტი იქნება და უფრო ...

Read More »

Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი – რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპული ინდუსტრია შეჩერებულია

Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ვან ბეურდენმა მოუწოდა ევროპელებს მოემზადონ მკაცრი ზამთრისთვის ენერგიის მაღალი ფასების გამო. „ევროპაში ნამდვილად რთული ზამთარი გველის. ფასები კვლავ გაიზრდება და უარეს შემთხვევაში აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა მათი რაციონირება მოგვიწევს“, – განაცხადა მან. კომპანიის ტოპ მენეჯერის თქმით, რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპული ინდუსტრია შეჩერებულია. „დიდი ხნის განმავლობაში გვჯეროდა, რომ უმსხვილესი ბაზრის გათიშვა რუსეთის ინტერესებში არ იქნებოდა. ...

Read More »
Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

Volkswagen-ი პარტნიორებთან ერთად ავტომობილების ელემენტების ბიზნესში $20 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და მისი პარტნიორები ავტომობილების ელემენტების ქსელის ბიზნესში 20 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ. ამერიკელ კონკურენტთან, Tesla-სთან პაექრობის პირობებში Volkswagen-ი 2030 წლისთვის ამ ბიზნესით ყოველწლიურად 20 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებასა და 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. აღნიშნულ პროექტს Volkswagen-ის დანაყოფი PowerCo ჩაიბარებს. ელემენტების წარმოებისა და კვლევის პროცესს რესურსების მოპოვებით დაწყებული, პროდუქტის გადამუშავებით დასრულებული სწორედ PowerCo უხელმძღვანელებს. ...

Read More »

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუღლას პროვინციის ქალაქ დათჩაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული. ამის შესახებ Anadolu წერს. აღინიშნება, რომ ხანძარი 13 ივლისს სოფელ მესუდიესთან გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტყის დიდი ტერიტორია. სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი პირადად ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 17 წყლის რეაქტიული შვეულმფრენი, 3 ადმინისტრაციული ვერტმფრენი, 179 სახანძრო ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  15 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.76 (+0.63)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.90 (+0.20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გაითიშება თუ არა რამით ბრანდენბურგის კარიბჭის განათება?

გერმანიის დედაქალაქში ენერგიის დაზოგვის გამო შესაძლოა ბრანდენბურგის კარიბჭის განათება დროებით გათიშონ. ბერლინის ხელისუფლებას სენატიდან ურჩიეს, რომ შუაღამის შემდეგ საზოგადოებრივი ობიექტების განათება გათიშონ, მათ შორის ბრანდენბურგის კარიბჭის და წითელი მერიის შენობას. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის მმართველმა ბურგომატერმა ფრანცისკა გიფეიმ DPA-თან განაცხადა. „ჩვენს სიტუაციაში, ღირს ენერგიის დაზოგვის ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება“, – თქვა მან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი სიბნელეში უნდა ჩაიძიროს, ...

Read More »