რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რათა მომავალ წელს ნავთობის ფასის გასაკონტროლებლად საკუთარი სტანდარტი შექმნას. აღნიშნული მეთოდით ოფიციალური მოსკოვი დასავლეთისგან თავის დაცვას ცდილობს, რომელსაც სანქციების მეშვეობით დოლარის შესვლის შეზღუდვა სურს.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა, ნავთობის შიდა მწარმოებლები და ცენტრალური ბანკი ეროვნულ პლატფორმაზე ნავთობის ვაჭრობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ნავთობის შესაძენად უცხოელი პარტნიორების მოზიდვაზე ორიენტირდება, რათა 2023 წლის მარტიდან ივლისამდე საკმარის სავაჭრო მოცულობას მიაღწიოს, რომელიც ფასების დადგენის საშუალებას მისცემს.
ამათან ერთად, რუსეთი დაახლოებით ათი წელია, საკუთარი ნავთობის ნიშნულის დადგენას ცდილობს, მაგრამ ამ საქმეში მცირე წინსვლა აქვს. ქვეყნის მწარმოებელთა ნაწილმა ნედლი ნავთობის პარტიები მოსკოვში დაფუძნებულ Spimex-ის სასაქონლო ბირჟაზე გაყიდა, თუმცა ვაჭრობის მოცულობა არ იყო საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ გლობალურად მიღებული ნიშნული შექმნას.
წყარო: tabula.ge