Author Archives: admin

Energy Community სემეკს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. აღნიშნული შეთანხმება სემეკსა და Energy Community-ს შორის  დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ახალმა ხელმძღვანელმა, არტურ ლორკოვსკიმ  და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მნიშვნელობასა და როლს. სემეკში გამართულ ...

Read More »

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებით

10 ნაბიჯი ენერგეტიკის სექტორში პუტინის რეჟიმის ნოკდაუნისათვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადი სექტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, ძლიერად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების გაყიდვაზე, მეორე მხრივ კი, რუსული გაზის მარაგების ბაზარზე შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს, რითიც მოგებული რუსეთი რჩება. უკრაინელი ექსპერტერები აქტიურად მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას, დროულად დაეწყოთ ენერგო მომარაგების წყაროების რეალური დივერსიფიკაცია. რაც არ განხორციელდა. ახლა კი ...

Read More »

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის. „ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ენერგეტიკული სექტორში გლობალური ტენდენციები მკვეთრად იცვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად აზია იქცევა. ამჟამად რუსული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნედლი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნის თითქმის 45%-ს რუსეთის ფედერაცია აკმაყოფილებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოკუპანტი ქვეყნის ენერგორესურსების მიმართ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 30 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.92 (+3.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.05 (+3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

წყალქვეშა მილსადენი ევროპისთვის – ისრაელი და თურქეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

ისრაელი და თურქეთი განიხილავენ გაზსადენის მშენებლობას ისრაელის “ლევიათანის” საბადომდე, როგორც რუსული გაზის ალტერნატივა სამხრეთ ევროპისთვის, მარშრუტის შესახებ გადაწყვეტილებები და მასში მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. „თურქეთ-ისრაელის გაზსადენის მშენებლობა განიხილება კულისებში, როგორც რუსული ენერგომომარაგების ერთ-ერთი ევროპული ალტერნატივა, მაგრამ კომპლექსური ქმედებები იქნება საჭირო ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად“, – განუცხადეს სააგენტოს ორივე ქვეყნის მთავრობისა და ინდუსტრიის ...

Read More »

დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება 150 000-ზე მეტ უკრაინელს აღუდგა

დღის განმავლობაში 150 000-ზე მეტ უკრაინელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 150 000 ათასზე მეტ მომხმარებელს, კერძოდ კიევში – 82 ათასს, მიკოლაევის ოლქში – 20 ათასს, დონეცკში – 18 ათასს, ხარკოვში – 12 ათასს, სუმში – 9 700-ს, ხერსონი – 5 ათასს, ჟიტომირში – 1 300-ს, ზაპოროჟიეში კი 972-ს“, ...

Read More »

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან უზარმაზარი საბრძოლო მასალის საცავი აღჭურვა, რომელსაც ისე შეუძლია აფეთქება, როგორც ეს გუშინ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მოხდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს, რათა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია მოხდეს და იქ გაეროს სპეციალური მისია შევიდეს. „გუშინ უკრაინის შეიარაღებული ...

Read More »
ტანაპ

ყაზახური ნავთობის რუსული მარშურტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს

უკრაინის ომმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, რაც ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით, 14%-ს, ხოლო ექსპორტის 57%-ს შეადგენს. Eurasianet-ის ცნობით, ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს. ამჟამად ყაზახეთიდან ნავთობის ძირითადი ნაწილის ექსპორტი ხორციელდება მილსადენით, რომელიც ყაზახეთის დასავლეთით მდებარე საბადოდან რუსეთის სამხრეთით, შავ ზღვაში ნოვოროსიის ნავთობტერმინალამდე გადის. კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკუთრებაში არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა ...

Read More »

“ჩერნობილში აფეთქების საშიშროება არსებობს” – უკრაინა რუსეთს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა, რომლებსაც ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, რადიოაქტიური ზონა უნდა დატოვონ. მან ასევე თქვა, რომ უკრაინამ სთხოვა რუსეთს სამშაბათს მოლაპარაკებებზე დაუშვას 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა უკრაინის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში. “ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ ...

Read More »