Author Archives: admin

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 19 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის  გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, ზეზვა გაფრინდაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების  მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »

კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა

კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის ...

Read More »

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ევროპაში – ესპანეთსა და პორტუგალიაში, სულ მცირე, ათასი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BNO News-ი Twitter-ზე იტყობინება. AFP-ის ცნობით, მადრიდში 17 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზარდა, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონ ბენიტოში რეკორდული მაჩვენებელი – 43,3 გრადუსი დაფიქსირდა. La Vanguardia-ს ცნობით, 16 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა, აქედან 22 – მადრიდის პროვინციაში. ტემპერატურის რეკორდი – 47 გრადუსი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  15 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  1014,16  (+  2,06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97,59  ( +  1,81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჯოზეფ ბორელი – არ ვგეგმავთ, შევჩერდეთ რუსეთზე სანქციების დაწესების საკითხში, ენერგორესურსების მარაგების შევსების კუთხით რისკი არსებობს, თუმცა იგეგმება ნაბიჯების გადადგმა, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების განხილვის მთავარი საკითხი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ეფექტურობა და ახალი პაკეტის განხილვა. მინისტერიალში ონლაინ ფორმატით მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. „განვიხილავთ ახალ პაკეტს და უკვე არსებული სანქციების აღსრულების გაუმჯობესების საკითხებს. ევროკომისიას წარვუდგინე ახალი წინადადებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ...

Read More »

მ/წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 1,6-ჯერ გაიზარდა

2022 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან დეკლარირებული ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 12 მლ 915 ​​ათას 622,66 ტონა, რაც 4,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სააგენტო „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების სააგენტო”. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებული ნავთობის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 9 მლრდ 361 მლნ 250,13 ათასი დოლარი. ნავთობის წილმა მთლიანი ექსპორტის სტრუქტურაში 2022 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შეადგინა 50,66%. აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანული ნავთობის მყიდველი ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება – სერბეთის ექსპრეზიდენტი

აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენი მიზანია, გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის

ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ევროკავშირი ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლებს მიმართავს. „დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ შეთანხმებას. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება. აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, რომ დაკვამლიანების, ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს დაუყოვნებლივ აცნობონ. „გაცნობებთ, რომ ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

დიზელის საწვავის ფასი ისევ იზრდება – სად რა ღირს დიზელი

დიზელის საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა. „ვისოლის“ ქსელში განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. ეკო დიზელის ღირებულება ბოლო ერთი თვის განმავლობაში 27 თეთრით გაიზარდა და 4.84 ლარს მიაღწია. 20 თეთრიანი მატების შემდეგ, 4.48 ლარი ღირს ევრო დიზელი. იგივე ფასია ,,პორტალშიც”. რაც შეეხება სხვა ქსელებს, ყველაზე იაფი – 4.70 ლარი ევრო დიზელი „ლუკოილსა“ და „რომპეტროლშია“. შემდეგია „სოკარი“, სადაც ...

Read More »