Author Archives: admin

სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები განიხილეს. ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ...

Read More »

OPEC-ის ქვეყნებმა ივნისში კვლავ არ შეასრულეს ნავთობის მოპოვების აღდგენის გეგმა

ოპეკის ქვეყნებმა 2022 წლის ივნისში ნავთობის მოპოვება გაზარდეს 234 ათასი ბარელიდან დღე/ღამეში – 28,716 მლნ ბარელამდე დღე/ღამეში, ნათქვამია OPEC ივლისის ანგარიშში. ამავდროულად, OPEC+-ის შეთანხმებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანამ (ყველა ირანის, ლიბიისა და ვენესუელას გარდა) გაზარდა ნავთობის მოპოვება ივნისში 267 ათასი ბარელიდან  24,807 მილიონი ბარელამდე დღე/ღამეში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. თუმცა, ეს მოცულობები OPEC+-ის შეთანხმებით ივნისისთვის დადგენილ ზრდის ტემპებზე ნაკლები აღმოჩნდა. ...

Read More »

ნიკოლ პაშინიანმა „როსატომის” გენერალურ დირექტორთან სომხეთში მეორე ატომური სადგურის მშენებლობის პერსპექტივა განიხილა

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „როსატომის” გენერალურ დირექტორ ალექსეი ლიხაჩოვთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „როსტომი” არის სომხეთის მთავრობის მთავარი პარტნიორი ბირთვული ენერგიის სფეროში, მაღალი შეფასება მისცა კორპორაციის როლს ჰესის მეორე ენერგობლოკის სიცოცხლის გახანგრძლივებაში და გამოთქვა რწმენა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და იქნება ეფექტური შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ატომური ელექტროსადგურის მეორე ...

Read More »

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს, რაც აქამდე 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა ლიეტუვის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა. მისმა ხელმძღვანელმა როკას მასიულისმა თქვა, რომ ამ თემაზე დაიწყო დისკუსიები ესტონეთთან და ლატვიასთან და დისკუსიებში ევროპის კომისიაც მონაწილეობს. მასიულისმა ასევე თქვა, რომ ევროპული ელექტროგადამცემი ქსელი ENTSO-E ბალტიის ქვეყნების ქსელებს საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში ...

Read More »

გერმანია 1 აგვისტოდან სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან – რუსული ნავთობის შეძენაზე

გერმანია 1 აგვისტოდან სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის შეძენაზე, ხოლო 31 დეკემბრიდან – რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიაში იმპორტირებული ქვანახშირის 40% და ნავთობის 40% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. „ნებისმიერმა, ვინც იცის ნავთობსადენ Druzhba-ს ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა ტრივიალური საქმე, თუმცა ჩვენ ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

საქართველოში შედარებით მსხვილი გაზის საბადოს აღმოჩენით ენერგეტიკოსები არ აღფრთოვანებულან

მსოფლიოში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველოში 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის საბადო აღმოაჩინეს. მისი სრულად ათვისების პირობებში, საქართველოს 8 წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის სენსაციური აღმოჩენა, თუმცა შედარებით მნიშვნელოვანია. ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია „ბლოკ ენერჯი”. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ...

Read More »

ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენას გეგმავს

ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენას გეგმავს. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლოს ალბერტო ფრენსამ განაცხადა, ქვეყანა რუსეთისგან შეიძენს იმდენ დიზელს რამდენიც ეს შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს საკმარისი დიზელი ბრაზილიის აგრობიზნესისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი მძღოლებისთვის. ამიტომ ჩვენ ვეძებდით უსაფრთხო და საიმედო მომმარაგებელს – რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობილი ...

Read More »

სერბეთის ენერგეტიკის მინისტრი – მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რათა დავჯავშნოთ გაზის მოცულობები, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება

სერბეთი, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, 2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება. „ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რომ დავჯავშნოთ გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის, რადგან სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება დასრულდება მომავალ წელს სექტემბერში“, – განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა ...

Read More »

რუსეთი საქართველოს გავლით ბულგარეთს თხევად გაზს მიაწოდებს

რუსი ექსპორტიორები თხევად ნავთობის აირს (LPG) ბულგარეთს ფოთის პორტის გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ფინანსურ ანალიტიკურ პლატფორმა „რეფინიტივ იკონზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ეს გადაზიდვები, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება. „ფოთის პორტის გავლით ნავთობის თხევადი აირის მიწოდება განიხილება იმის გამო, რომ სხვა საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობა შეზღუდულია“, — აცხადებს სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას ინდუსტრიის წარმომადგენელი. არსებული მონაცემებით, ბულგარეთი თვეში დაახლოებით, 30 000–35 000 ტონა თხევად ნავთობის აირს ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ამის შესახებ ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, ...

Read More »