ამის შესახებ ინფორმაციას სომხური და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „როსატომის” გენერალურ დირექტორ ალექსეი ლიხაჩოვთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „როსტომი” არის სომხეთის მთავრობის მთავარი პარტნიორი ბირთვული ენერგიის სფეროში, მაღალი შეფასება მისცა კორპორაციის როლს ჰესის მეორე ენერგობლოკის სიცოცხლის გახანგრძლივებაში და გამოთქვა რწმენა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და იქნება ეფექტური
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის შემდგომი ექსპლუატაციის, ბირთვული ენერგიის განვითარების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. განხილული იქნა აგრეთვე სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივა.
სომხეთში ამჟამად ერევნიდან 30 კმ-ით სამხრეთით მდებარე ქალაქ მეწამორის ატომური ელექტროსადგური ფუნქციონირების. მისი პირველი ენერგობლოკი 1976 წლის ბოლოს შევიდა ექსპლოატაციაში, მეორე კი 1980 წლის დასაწყისში. ატომური სადგურის მუშაობა 1989 წელს, სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ შეაჩერეს, მაგრამ 1993 წელს, ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, მისი კვლავ ამუშავების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება და 1995 წელს აღდგენილი მეორე ენერგობლოკი ჩადგა მწყობრში (პირველი ენერგობლოკი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა), შარშან მეორე ენერგობლოკის მოდერნიზაციის სამუშაოები დასრულდა. სომხეთის მთავრობის პროგრამა ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის 2026 წლამდე გაზრდას, აგრეთვე ახალი საშუალო და მცირე სიმძლავრის ბლოკების მშენებლობას ითვალისწინებს.